სოციალურ ქსელში რუსულენოვანი ანგარიშები ავრცელებენ ინფორმაციას, (1; 2; 3) რომლის თანახმადაც, ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ამერიკელებმა უკრაინაში ომის დასასრულის თარიღი დაასახელეს, 18 აპრილი. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბეისბოლის მატჩის დროს ბანერზე Prime video-ს დოკუმენტური ფილმის, „უკრაინის დასასრული“, რეკლამა აჩვენეს. აღნიშნულის დამადასტურებლად ვიდეო კლიპია მოცემული.

სინამდვილეში, აღნიშნული ინფორმაცია ყალბია.

„ფაქტ-მეტრმა“ ვიდეოს ორიგინალი ვერსია იპოვა, რომელიც ამერიკული გუნდების New York Yankees და Baltimore Orioles თამაშს ასახავს. ვიდეო გუნდის Baltimore Orioles-ის Youtube არხზე 2015 წლის 2 ოქტომბერსაა ატვირთული. შესაბამისად, გავრცელებული პოსტის პირველი ტყუილი ისაა, რომ თითქოს მატჩი გასულ ზაფხულს ჩატარდა.

გარდა ამისა, ვიდეოზე ბანერზე არსებული რეალური წარწერა კარგად ჩანს. მასზე არა უკრაინასთან დაკავშირებული დოკუმენტური ფილმის რეკლამა, არამედ ბეისბოლის გუნდების Atlanta Braves და Washington Nationals-ის თამაშის ანონსია გამოსახული.

-ყალბი:

-ნამდვილი:

საგულისხმოა ისიც, რომ Prime Video-ს დოკუმენტური ფილმი, „The end of Ukraine“, არ დაუანონსებია. ინტერნეტსივრცეში ფილმი ამ სახელწოდებით არ იძებნება. გარდა ამისა, Prime video-ს ოფიციალურ გვერდებზე - Facebook, Instagram-სა და X-ზე, ზემოთ ხსენებული ფილმის შესახებ ინფორმაცია არ არის.

ამგვარად, მტკიცება, რომლის თანახმადაც ამერიკაში ბეისბოლის მატჩის დროს ბანერზე დოკუმენტური ფილმის, „უკრაინის დასასრული“, რეკლამა აჩვენეს, ყალბია.

----------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.