სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქრისტესშობის ნაცვლად, მოსახლეობას აღდგომის დღესასწაული მიულოცა. მტკიცებულად კი მისი ფეისბუქ გვერდიდან აღებული ფოტო-ანაბეჭდია მოცემული. გამოქვეყნებული სატირული შინაარსის პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნული სიტყვები საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის. რეალურად, სალომე ზურაბიშვილს მსგავსი განცხადება არ გამოუქვეყნებია და ფოტო-ანაბეჭდი ყალბია.

სინამდვილეში, მსგავსი განცხადება პრეზიდენტის ოფიციალურ Facebook-გვერდზე არ იძებნება. მსგავსი პოსტი არც მის პირად პროფილზე იძებნება. ფოტო-ანაბეჭდის სიყალბეს Facebook-ანგარიშების პროფილის ფოტოების სხვაობაც ადასტურებს. პრეზიდენტის ოფიციალური Facebook-გვერდისა და ფოტო-ანაბეჭდზე მოცემული პროფილის სურათები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. ოფიციალურ გვერდზე პროფილის სურათი 2022 წლის 11 იანვრის შემდეგ არ განახლებულა.

8 იანვარს, გაყალბებული ფოტო-ანაბეჭდის გამოქვეყნების დღეს, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზე მხოლოდ პრეზიდენტის რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუ გამოქვეყნდა. ხოლო მის პირად პროფილზე, 2024 წლის 1 იანვრის შემდეგ პირველი პოსტი 2024 წლის 9 იანვარს გამოქვეყნდა. ზურაბიშვილის მსგავსი განცხადება არც ღია წყაროებში იძებნება.

აღდგომის დღესასწაული არა, თუმცა 6 და 7 იანვარს ქრისტესშობა პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას შემდეგნაირად მიულოცა:

ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატა ზურაბიშვილს არ ეკუთვნის და ფოტო-ანაბეჭდი ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.