სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Levan Tavdishvilii, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1; 2; 3), ამჯერად შალვა ნათელაშვილის ყალბი ციტატის ფოტოანაბეჭდს ავრცელებს. ფოტოზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით, შალვა ნათელაშვილმა შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: „ეს სულელი იაგო ხვიჩია წმინდა სანტა კლაუსის მარხილს ჩამორჩენილი ირემივით რო პრაწავს დაპლანულ თვალებს, არსად გადამეყაროს თორემ გავუხეთქავ თავს“. სინამდვილეში, ციტატა ყალბია და ნათელაშვილს მსგავსი პოსტი არ გამოუქვეყნებია.

ერთი შეხედვით, გავრცელებულ ფოტოანაბეჭდზე შალვა ნათელაშვილის პროფილის ფოტო მისი ნამდვილი Facebook-ანგარიშის პროფილის ფოტოს იდენტურია, თუმცა მის ოფიციალურ Facebook-გვერდებზე (1; 2) მსგავსი განცხადება არ იძებნება.

გარდა ამისა, თავად პოლიტიკოსი გავრცელებულ პოსტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი სახელით იაგო ხვიჩიას მისამართით არაეთიკური პოსტი ვრცელდება, რომელიც მას არ გამოუქვეყნებია.

ამგვარად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატა ყალბია, შალვა ნათელაშვილს მსგავსი პოსტი არ გამოუქვეყნებია.

--------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5429 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი