Facebook-ის ანგარიში Levan Tavdishvilii, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არა ერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3), ჯოზეფ ბორელის გაყალბებულ განცხადებას ავრცელებს. პოსტის მტკიცებით, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი „აღშფოთებული“ და „განაწყენებულია“ რუსების მიერ „ლეოპარდების“ განადგურების გამო, რაც შეიძლება ახალი სანქციების ამოქმედების საწინდარიც იყოს. „ისე, როგორაც იქცევიან რუსები, უბრალოდ აღმაშფოთებელია. ჩვენ უკრაინას იმიტომ კი არ ვაძლევდით „ლეოპარდებს“, რომ ისინი რუსულმა არტილერიამ გაანადგუროს. უბრალოდ შეწყვიტეთ ასეთი მოქმედებები“-წერია პოსტში. რეალურად, აღნიშნული განცხადება ჯოზეფ ბორელს არ გაუკეთებია.

გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მსგავსი განცხადება არც ერთ საძიებო სისტემაში, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდზე არ იძებნება.

რუსეთ-უკრანის ომთან დაკავშირებით ჯოზეფ ბორელმა ბოლო განცხადება 12 ივნისს, ესპანურ რადიოსადგურ „Onda Cero“-სთან ინტერვიუს დროს გააკეთა. მან უარყო იდეა უკრაინისთის იარაღის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის თქმით, უკრაინის პარტნიორების მთავარი მიზანი უნდა იყოს რუსეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაყვანა.

უკრაინასთან დაკავშირებით ასევე აღსანიშნავია ბორელის 10 ივნისის The Straits Times-სთან ინტერვიუ. მისი თქმით, „მშვიდობა ნიშნავს უკრაინის არსებობის უფლების აღიარებას, საერთაშორისო საზღვრების პატივისცემას, ომის რეპარაციებისა და ანგარიშვალდებულების რუსეთის მხრიდან უზრუნველყოფას“. სანქციებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს ყველაზე მცირეა, რაც ევროკავშირს შეეძლო გაეკეთებინა. მან აღნიშნა, რომ სანქციების შედეგად რუსეთის სამოქალაქო საჰაერო ფლოტის 75% პროცენტს არ შეუძლია ფრენა, სათანადო სათადარიგო ნაწილების არ ქონის გამო. ასევე, რუსეთში მანქანების წარმოების 90 % შეჩერებულია.

უკრაინის ბოლო მოვლენებს ჯოზეფ ბორელი Twitter-ზეც გამოეხმაურა. "ვრცელდება ცნობები ხერსონის დაბომბვის შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის ხერსონის რეგიონში, კახოვკის კაშხლის განადგურების შედეგად დაზარალებული, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს მიუღებელი ქმედება. ეს იქნება ომის კიდევ ერთი დანაშაული. ყველა დამნაშავე პასუხს აგებს". – წერს ბორელი Twitter-ზე.

შესაბამისად, Facebook-ის ანგარიშის მიერ გავრცელებული განცხადება ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5396 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი