• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ჩინეთის პრეზიდენტის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში ჩინეთის პრეზიდენტის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

14/06/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში ლევან თავდიშვილი, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია  (1,2,3), ჩინეთის პრეზიდენტის  ყალბ ციტატას ავრცელებს. პოსტის მტკიცებით, სი  ძინპინმა განაცხადა, რომ მესამე მსოფლიო ომის საფრთხის შემთხვევაში, ჩინეთი დაეხმარება რუსეთს. რეალურად, აღნიშნული განცხადება ჩინეთის პრეზიდენტს არ გაუკეთებია. 

 

გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მსგავსი ციტატა არც ერთ საძიებო სისტემაში, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდზე არ იძებნება. თუმცა აღნიშნული გაყალბებული ციტატა რუსულენოვან ანგარიშების მიერაც ვრცელდება.

მართალია, ჩინეთი რჩება რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ მოკავშირედ, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, სი ძინპინი ცდილობს “შუამავლის როლი” ითამაშოს და  ორივე მხარესთან ურთიერთობები შეინარჩუნოს. სი ძინპინი  2023 წლის 21 მარტს მოსკოვში იმყოფებოდა  და ვლადიმერ პუტინთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლითაც მათი თანამშრომლობის „ახალი ეპოქა“ იწყება.  მიუხედავად ამისა და ჩინეთსა და რუსეთს შორის არსებული პარტნიორობისა, კიევი პეკინთან კომუნიკაციას ინარჩუნებს. 

რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე, სი ძინპინმა მხარეებს  ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა და 2023 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში  შეჭრის  წლისთავზე, უკრაინასთან დაკავშირებით თავისი 12- პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა   გამოაქვეყნა. თუმცა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გეგმა და ცეცხლის შეწყვეტა „უბრალოდ გაყინავს“ კონფლიქტს, რაც თავის მხრივ, რუსეთს დროს მისცემს,  „მოემზადოს და კვლავ დაბრუნდეს თავისი ერთადერთი სურვილით, მათი ლიდერის სურვილით - ეს არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია“. 

ჩინეთის სურვილს, რომ არც ერთ მხარესთან გაიფუჭოს ურთიერთობა, ცხადყოფს  2023 წლის  26 აპრილს უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო ზარი. ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პეკინი არ დაუმატებს „ცეცხლზე ნავთს“ უკრაინას ომში,  მისი მტკიცებით, დროა  „კრიზისი პოლიტიკურად გადაიჭრას“. პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბრისას, სი ძინპინმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პეკინი პირდაპირ სამხედრო დახმარებას მოსკოვს არ გაუგზავნის. 

აღნიშნულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე დაწერა: „მე მქონდა ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი სატელეფონო ზარი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან“.  

ჩინეთის პრეზიდენტმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ გაგზავნის  დელეგაციას უკრაინაში, რათა მხარეებთან კონფლიქტის მოგვარების თაობაზე მოლაპარაკებები გაიმართოს.

შესაბამისად, გავრცელებული ციტატა, გარდა იმისა, რომ არც ერთ სანდო მედია საშუალებების ვებგვერდზე არ იძებნება, თავად სი ძინპინის პოლიტიკას და მის მიერ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯებს აყენებს ეჭვქვეშ. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#სი ძინპინი
#სომხეთი
#ჩინეთი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა