სოციალურ ქსელში Irakli Zakareishvili, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ფოტოს აქვეყნებს. „ორიოდ ყლუპი წყლის მოსატანად წასულ ბავშვებს ისრაელის ჯარისკაცებმა დამიზნებით გაუხსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც გოგონა გარდაიცვალა!.. ფოტოზე: ძმას თავისი დის ცხედარი ხოხვით მოაქვს!..“,- წერია პოსტის აღწერაში. რეალურად, ფოტო 2020 წელს იემენში არის გადაღებული. გოგონას არა ისრაელელმა, არამედ იემენში პროსახელისუფლებო ძალებთან მებრძოლი ჯგუფის, ჰუტის სნაიპერმა ესროლა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გოგონა გადარჩა.

აღნიშნული ფოტო X პლატფორმაზე (ყოფილი Twitter) საკმაოდ სწრაფად გავრცელდა, რასაც BBC Verify-ის ჟურნალისტი შაიან სარდარიზადე გამოეხმაურა. ჟურნალისტი ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, თემის ირგვლივ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ პოსტებს ამოწმებს. ჟურნალისტმა გამოქვეყნებულ ინფორმაციას ფოტოს სახით დაურთო იემენური საინფორმაციო გამოცემის, khabaragency-ის 2020 წლის სტატიაც. აღნიშნულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ გოგონას პროსახელისუფლებო ძალების წინააღმდეგ მებრძოლთა ჯგუფის, ჰუტის სნაიპერმა იემენის ქალაქ ტაიზში, ოჯახისთვის წყლის მიტანის დროს ესროლა. იემენის ადგილობრივი მედიის მიხედვით, გოგონა თავდასხმას გადაურჩა.

ამდენად, მტკიცება, რომ ფოტოზე გამოსახული გოგონა ისრაელელი ჯარისკაცების მიერ ღაზაში არის მოკლული, ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5661 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია