სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში ბიწაძე ანა პოსტს აზიარებს, სადაც ირაკლი კობახიძეს შემდეგ ციტატას მიაწერს: „ვეფხისტყაოსანში ტარიელი და ფრიდონი ხშირად ეფერებიან. რუსთაველს ისინი ლგბტ პერსონაჟებად ჰყავს გამოყვანილი. ამიტომ ეს წიგნი სკოლიდან ამოსაღებია“. რეალურად, კობახიძეს „ვეფხისტყაოსანთან“ დაკავშირებით აღნიშნული განცხადება არ გაუკეთებია.

გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ მსგავსი ციტატა არც ერთ საძიებო სისტემაში, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდზე არ იძებნება და მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ ფეისბუქ პოსტშია მოცემული.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება შოთა რუსთაველის შესახებ 2018 წელს იძებნება, სადაც მან აღნიშნა: „დიდი ქართველი მოაზროვნეების: შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და სხვათა კეთილშობილურ იდეებზე მრავალი თაობა გაიზარდა. მათი მემკვიდრეობის დამსახურებაა, რომ ქართველმა ხალხმა დღემდე შეინარჩუნა თავისუფლების წყურვილი, ადამიანის მიმართ პატივისცემა და შემწყნარებლობის კულტურა. სწორედ ამ იდეებისა და ტრადიციების ერთგულებამ განაპირობა, რომ თანამედროვე საქართველომ აირჩია ლიბერალიზმი, დემოკრატია, თავისუფლება და თანამშრომლობა, ანუ ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომლებზეც დგას დღევანდელი ევროპული და ევროატლანტიკური თანამეგობრობა“.

შესაბამისად, Facebook-ზე გავრცელებული ირაკლი კობახიძის ციტატა გაყალბებულია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.