Facebook-ზე, მომხმარებელი Twitter-ის ანგარიშზე არსებულ პოსტს ავრცელებს. აღნიშნული ინფორმაციით, ილონ მასკი ბაიდენის სანაპიროზე გადაღებულ ფოტოს შემდგომი წარწერით აქვეყნებს: „ბაიდენის ახალი სურათი დღეს, სანაპიროზე!“ Facebook-ის მომხმარებელი კი პოსტის აღწერაში წერს: „ილონ მასკი ბაიდენის ზღვაზე ყოფნას გამოეხმაურა“. რეალურად, ტვიტერის აღნიშნული ანგარიში, „Elon Musk (Parody)“, ილონ მასკის ოფიციალური ანგარიში არ არისდა როგორც სახელში არის მითითებული, ის პაროდიის გვერდს წარმოადგენს.
ილონ მასკის ოფიციალური ტვიტერის ანგარიში ასე გამოიყურება:
სწორედ პაროდიის შინაარსის შემცველი გვერდის გამოქვეყნებულია ფოტო წარწერით: „ბაიდენის უახლესი ფოტო სანაპიროზე“.
ამავდროულად, ტვიტერის ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული ფოტო რედაქტირებულია.ორიგინალი ფოტო 8 ივლისს, დელავერის შტატში არის გადაღებული:
თავად ილონ მასკმა რამდენიმე თვის წინ აღნიშნა, რომ ანგარიშებს, რომლებიც რომელიმე პიროვნების ან გვერდის პაროდიას წარმოადგენენ, მოუწევთ სიტყვა „პაროდიის“ მითითება მათი ტვიტერის ოფიციალურ სახელსა და ბიოგრაფიის აღწერაში.
ამდენად, Facebook-მომხმარებლის მტკიცება, რომ ილონ მასკმა ბაიდენის სანაპიროზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, მცდარია.
..............................................................................................
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს-შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.