სოციალურ ქსელში მომხმარებელი Twitter-ის ანგარიშის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ილონ მასკი ზელენსკის მიმართავს, რომ ბაიდენის მსგავსად, ფულად დახმარებას მას ისიც არ მისცემს. „არა, მე არ ვაპირებ მოგცეთ $6.2 მილიარდი, როგორც ჯომ გააკეთა“,- წერია პოსტში. ფეისბუქ-ანგარიში პოსტის აღწერაში წერს: „ზელიონკამ კიდევ ერთხელ წაისვა ვაზელინი და გამოიწერა ილონ მასკი რაზეც მან უპასუხა მე არ ვაპირებ მოგცე 6,2 მილიარდი დოლარი როგორც ჯომ გააკეთა ტყუილად მეტენებიო“. რეალურად, ტვიტერის აღნიშნული ანგარიში ილონ მასკს არ ეკუთვნის. ანგარიშის სახელშიც მითითებულია, რომ პაროდიის გვერდს (Parody) წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ილონ მასკმა რამდენიმე თვის წინ მოუწოდა ყველა ყალბ ანგარიშს, როგორც აღწერაში, ასევე სახელში მიუთითონ, რომ წარმოადგენენ რომელიმე ცნობადი სახის პაროდიას.

ილონ მასკის ოფიციალური ტვიტერ-ანგარიში ასე გამოიყურება:

ამდენად, Facebook-ის ანგარიშის მტკიცება, რომ უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით აღნიშნული განცხადება ილონ მასკმა გააკეთა, მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.