სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია (ბმული 1; ბმული 2), რომ ზაზა ფანცქალაშვილი ჰააგის სასამართლომ სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნო და მას აშშ-ის ფედერალური ბიურო ეძებს.
ცნობისთვის, ზაზა ფანცქალაშვილი მედიასაშუალებების მიერ იდენტიფიცირებულია, როგორც სპეცრაზმელი, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს საპროტესტო აქციის დაშლაში მონაწილეობდა (ბმული 1; ბმული 2).
ინფორმაცია, რომ რომ ზაზა ფანცქალაშვილი ჰააგის სასამართლომ სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნო, არ დასტურდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ და, შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება.
გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, (ICC, ან ჰააგის სასამართლო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ საერთაშორისო სასამართლოს, რომელიც დაარსებულია საერთაშორისო საზოგადოებისთვის უმძიმესი დანაშაულების, კერძოდ, გენოციდის, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების, სამხედრო დანაშაულების და აგრესიის დანაშაულის გამოძიების და ბრალდებულთა სისხლისსამართლებრივი დევნის და გასამართლების მიზნით. აქედან გამომდინარე და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მუშაობის პრინციპების გათვალისწინებით, ფაქტობრივად, შეუძლებელია, აღნიშნულ სასამართლოს აქციის დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელის დევნის/პასუხისმგებლობის საკითხი - აქციის დარბევაში მონაწილეობის საფუძვლით, დაეყენებინა.
-------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.