ანტიდასავლურმა, პროპაგანდისტულმა გვერდმა „შიინ ევროპისკენ“ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის რედაქტირებული ფოტო გამოაქვეყნა.
გამოქვეყნებულ ფოტოში, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ფერად საცურაო კოსტიუმშია გამოსახული, რომელსაც თან ბაიდენის ციტატა ერთვის - „ამერიკის ტრანსგენდერები ერის სიამაყეა“.
პოსტში გამოქვეყნებული ფოტო რედაქტირებულია და ის ხელოვნური ინტელექტის მიერაა დამუშავებული. ერთ-ერთ ცნობილ ინდურ მედიაგამოცემა WIONEWS-ს გამოქვეყნებული აქვს პოსტი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ცნობილ ადამიანების ფოტოების შესახებ, რომელშიც სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად (მარკ ცუკერბერგი, ილონ მასკი, დონალდ ტრამპი), ბაიდენის აღნიშნული ფოტოც ფიგურირებს.
აღსანიშნავია, რომ ბაიდენის მსგავსი სურათი ღია, ოფიციალურ წყაროებში, არც ერთი საძიებო სისტემით არ იძებნება, რაც ასევე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სურათი კომპიუტერული პროგრამების გამოყენების შედეგადაა დამუშავებული.
პროპაგანდისტული გვერდის მიერ გამოქვეყნებული ყალბი ფოტო მიზნად ანტიდასავლური რიტორიკის გაღვივებასა და აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის დისკრედიტაციას ისახავს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.