Facebook-ანგარიში „მრისხანე ბაბუაწვერა“, რომელსაც გამოგონილი ციტატები აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია (1,2), სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ვახო სანაიას ყალბ განცხადებას მიაწერს. 18 აპრილს გამოქვეყნებულ მასალაში ვახო სანაიას გაშარჟებულ ფოტოსურათს თან ერთვის ციტატა, სადაც ვახო სანაია ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას თითქოს დამაკნინებლად მოიხსენიებს: „ფორცა მილან! ნაპოლი დღეს წააგებს და ლუზერი ყვარაცხელია სამუდამოდ გააჯვამს დიდი ფეხბურთიდან რუსულ კაზანის რუბინში და იქ დაასრულებს თავის სამარცხვინო კარიერას!“, - ვკითხულობთ გაყალბებულ პოსტში.
სინამდვილეში, ვახო სანაიას პირად Facebook-ანგარიშზე მსგავსი შინაარსის პოსტი არ იძებნება. ამასთან, ჟურნალისტმა 18 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნული Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული ციტატის ავთენტურობა უარყო.
--------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.