სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბარსელონის რადიკალმა მემარცხენე მერმა ქუჩაში საჯაროდ მოშარდა. რეალურად, პოსტში მოცემული ინფორმაცია მცდარია. ფოტოზე გამოსახულია აგედა ბანიონი, რომელიც არა ბარსელონის მერი, არამედ საქალაქო საბჭოს კომუნიკაციის დირექტორია. აღსანიშნავია, რომ მოცემული ფოტო 2015 წლამდე, შესაბამისად, მის პოსტზე დანიშვნამდე, არის გადაღებული.

აგედა ბანიონმა ბარსელონას საქალაქო საბჭოს კომუნიკაციის დირექტორის პოსტი 2015 წელს დაიკავა და დღემდე ამ პოზიციაზე მუშაობს. აღსანიშნავია, რომ მანამდე, კერძოდ, 2004-2007 წლებში იყო „სექსუალურობისა და ფემინიზმის“ ჯგუფის წევრი. იგი ამ დრომდე, აქტიურად არის ჩართული ქალთა უფლებების დაცვის საკითხებში.

მოცემული ფოტო განსაკუთრებით ყურადღების ქვეშ სწორედ ბანიონის პოსტზე დანიშვნის დღიდან მოექცა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფოტოებს თავად იღებდა და ეს პროცესი მისთვის ერთგვარ ჰობს წარმოადგენდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ბანიონმა აღნიშნა: „ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია, იყო ბევრი წლის წინ, მაგრამ ახლა არაფერს ვნანობ“.

ამდენად, პოსტის მტკიცება, რომ ფოტო ბარსელონას მერს ეკუთვნის, მცდარია. ამავდროულად, ფოტო საკმაოდ ძველია და აგედა ბანიონის პოსტზე დანიშვნამდეა გადაღებული.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.