ფეისბუქ-მომხმარებელი ლევან ბერძენიშვილს გაყალბებულ ციტატას მიაწერს, რომლის თანახმადაც, თითქოს ბერძენიშვილი აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილი უდანაშაულოა.

მოცემული ციტატა ლევან ბერძენიშვილს არ ეკუთვნის. მსგავსი სახის განცხადება მის Facebook- გვერდსა და სანდო მედია საშუალებებში არ იძებნება.

PIA.GE- სტატიაში ვკითხულობთ, რომ ლევან ბერძენიშვილი BBC-ის რეპორტაჟს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დავით კეზერაშვილის შეფასებისგან თავს იკავებს, რადგან არ მიაჩნია სწორად, როცა სასამართლოს განაჩენამდე ადამიანს დამნაშავეს უწოდებენ.

„საქმე არის ასე, რომ არის ვარაუდები, რომლებიც ძალიან ჰგავს სიმართლეს, მაგრამ არ არის სასამართლოს დადგენილება და არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც ისე იცავს კეზერაშვილს, როგორც ნებისმიერ ადამიანს. ამ ვითარებაში, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკარგოთ ეს მომენტი - არ დავარქვათ დამნაშავე მანამდე, სანამ სასამართლოს ასეთი რამ არ უთქვამს. ამიტომ, მე ძალიან სერიოზულად შევიკავებდი თავს კეზერაშვილის შეფასებისგან“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

თუმცა ციტატა - „სიმართლეს უნდა ერქვას თავისი სახელი, დავით კეზერაშვილი უდანაშაულოა“ - ლევან ბერძენიშვილს არ განუცხადებია.

--------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.