სოციალურ ქსელშივრცელდება ვიდეო (1,2,3,4),რომელშიც ადამიანთა ჯგუფი პოპულარულ რუსულენოვან საბჭოთა სიმღერას, „კატიუშას“ მღერის. პოსტის აღწერაში Facebook-ანგარიში ამტკიცებს, რომ ვიდეო 1999 წელსაა გადაღებული და მასში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსკურსიაზე მყოფი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარიაც ფიგურირებს, რომელიც აღნიშნულ საბჭოთა სიმღერას, სავარაუდოდ, უნივერსიტეტის მეგობრებთან ერთად მღერის. „(ექსკლუზიური კადრები) - ელენე ხოშტარია მოსკოვის სახელწიფო უნივერსიტეტის ექსკურსიაზე. 1999 წელი“ - წერია Facebook-პოსტში.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ჩანაწერი YouTube-ზეც იძებნება, სადაც 2014 წელს ატვირთულ ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულია, რომ „კატიუშას“ არა 1999 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსკურსიაზე მყოფი ელენე ხოშტარია და მისი მეგობრები, არამედ ამავე წლის დეკემბერში პიატნიცკის სახელობის გუნდი ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ Facebook-ანგარიშის, ჟურნალისტების მარგალიტების მიერ გავრცელებული ვიდეო, სიძველის ეფექტის შესაქმნელად, რედაქტირებულია და YouTube-ზე ატვირთული ვიდეოსგან განსხვავებით, დაბალი გარჩევადობისაა.

Facebook-ზე გავრცელებულ ჩანაწერს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ელენე ხოშტარიაც, რომელმაც ვიდეოსთან კავშირი უარყო.

ამდენად, Facebook-ანგარიშის ჟურნალისტების მარგალიტების მიერ გავრცელებული მტკიცება ყალბია.

-----------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: