Facebook გვერდები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყალბ ციტატას ავრცელებენ (ბმული 1, ბმული 2), რომლის თანახმადაც, ირაკლი ღარიბაშვილმა შეერთებული შტატების მიერ მოსამართლეთა სანქცირების თაობაზე განაცხადა, რომ სანქციებს სანქციებით უპასუხებს.
მსგავსი სახის განცხადება ირაკლი ღარიბაშვილს არც ერთ მედია საშუალებასთან არ გაუკეთებია. განცხადება არც მის ოფიციალურ Facebook გვერდზე იძებნება. გავრცელებული ფოტოები იუმორისტული Facebook გვერდების მიერ შექმნილი ე.წ. სატირული მიმებია.
------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმებისპროგრამისფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამბმულზე.