6 მარტს სოციალურ ქსელში ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის გავრცელებით ცნობილმა Facebook-ანგარიშმა ელენე ხოშტარიას დამუშავებული ფოტო გაავრცელა, სადაც თითქოს ხოშტარიას უჭირავს პოსტერი წარწერით: „ვაგროვებ ფულს დასალევად“. ფოტოზე არსებული წარწერა ყალბია და რედაქტირების შედეგადაა მიღებული.

რეალურად, 6 მარტს „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პირად Facebook-გვერდზე საჯაროდ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც შემდეგი წარწერაა დატანილი: „ძხ гааджвит“. პოსტს თან ერთვის ავტორის აღწერა: „მე პოსტზე ვარ“. მოცემული პოსტერით ხოშტარია საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებს, რაც ე.წ. ხალხის ძალის მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების (“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“) ინიციირებას და პარლამენტში მის განხილვას უკავშირდება. ამას მოწმობს მისი შემდეგი საჯარო პოსტიც: „რასაც ოცნება პარლამენტში აწყობს, ეს არის სახელმწიფო გადატრიალება. ვიღაც რუსი ველურები დაეპატრონენ სახელმწიფო შენობას, ფიზიკური ძალით მიიტაცეს ხალხის მიერ შექმნილი ინსტიტუტი. განა რამე ახალია, მაგრამ მაინც“.

------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმებისპროგრამისფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამბმულზე.