სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობა მოსახლეობას მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ აფრთიხლებს. მასალის მიხედვით, მთელი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა. ფოტოს ავტორი აღნიშნულ შეტყობინებას სეისმოლოგ ბ.ქურიძის სახელით ავრცელებს.
ფოტოზე არსებული ინფორმაცია ყალბია. მიწისძვრის ზუსტი დროისა და ადგილმდებარეობის პროგნოზირება დღეს მსოფლიო სამეცნიერო სივრცეს არ შეუძლია. თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ, ბუნებრივია, საქართველოს მოსახლეობის აღელვება და ბიძგების რეგიონში გავრცელების შიში გამოიწვია. თუმცა, საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის თანახმად, ცალსახა კორელაცია სხვადასხვა ტერიტორიაზე მიწისძვრათა ხდომილებებს შორის არ არსებობს. სხვა სიტყვებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრა, უპირობოდ არ იწვევს საქართველოში მიწისძვრის ხდომილებას.
გარდა ამისა, ფოტოზე არსებული შეტყობინება საქართველოს მთავრობას არ გაუვრცელებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.