• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
განხორციელდება, თუ - არა ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაციის პროექტი - გერმანიამ 273 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა

განხორციელდება, თუ - არა ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაციის პროექტი - გერმანიამ 273 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა

23 დეკემბერს საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გერმანიამ საქართველოს სახელმწიფოსთან 273 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა

30/12/2024
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

23 დეკემბერს საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გერმანიამ საქართველოს სახელმწიფოსთან 273 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა. „გერმანიამ საქართველოს სახელმწიფოსთან 273 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა. ხელისუფლება არ რეაგირებს საქართველოს მიერ ევროპული გზის დატოვებასა და პროტესტის დარბევაზე. შევაჩერეთ ენერგოქსელის, ასევე ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება. რჩება სამოქალაქო საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამები“, - განაცხადა ფიშერმა.

მიმდინარე წლის დასაწყისში „ფაქტ-მეტრმა“ გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) მიერ გამოყოფილი 60 მლნ ევრო COVID-19-თან ბრძოლისთვის გამოიყენა. კერძოდ, 2019 წლის 7 ოქტომბერს, საქართველოს იმჟამინდელმა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და KFW-ის ევროპისა და აზიის განყოფილების დირექტორმა შტეფან ოპიცმა ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას „წყლის ინფრასტრუქტურა ბათუმში“, რომელიც ითვალისწინებდა 60 მილიონი ევროს გახარჯვას ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების: დაბა ხელვაჩაურის, მეჯინისწყლის, კახაბერის, ადლია - აეროპორტის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის დასახლების წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე. ასევე, სამარაგო რეზერვუარის მშენებლობას ინჯალოს რეზერვუარების მიმდებარედ, ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის განვითარებასა და გაფართოებას, ჩაქვის წყლის სათავე ნაგებობისა და მეჯინისწყლის წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას. სასესხო ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მსესხებელი მთლიან სესხს გადასცემს პროექტის განმახორციელებელს ანუ თვითმმართველ ქალაქ ბათუმს და უზრუნველყოფს, რომ ის სესხს გამოიყენებს „სრულად განსაკუთრებით საინვესტიციო ღონისძიებების დასაფინანსებლად კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და გაფართოების ფარგლებში“.

მოგვიანებით, ქართულ და გერმანულ მხარეებს შორის სესხის გამოყოფის თაობაზე დადებული ხელშეკრულება შეწყდა, როგორც აღვნიშნეთ, იმ მიზნით, რომ თანხა კოვიდპანდემიასთან ბრძოლას მოხმარდებოდა. 2022 წლის დეკემბერში ახალი შეთანხმება შედგა და გადაწყდა, რომ სამუშაოების მეხუთე ფაზა დაიწყებოდა. საუბარია 53 მლნ ევროზე, რომელსაც ქართული მხარე შეღავათიანი სესხის სახით მიიღებდა და 2 მლნ ევროს ოდენობის გრანტზე. საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტების შესახებ დოკუმენტში ასახული იყო ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის (ფაზა V; KfW) (პროგრამული კოდი 56 13 08) პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის გაფართოებას; ა და ბ სატუმბი სადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციას; აეროპორტის, ინდუსტრიული და კახაბრის დასახლებების წყალარინებას; ინჯალოს წყლის სამარაგე რეზერვუარის, წყალსადენის და სასმელი წყლის მკვებავი ხაზის მშენებლობას; მეჯინისწყლის ჭაბურღილების წარმადობის გაზრდას; ჩაქვის წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას; ჩაქვის გადამცემი მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაციას; ხელვაჩაურისა და აეროპორტის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობას. უცხოური დაფინანსების გარდა, გათვალისწინებული იყო თანადაფინანსებაც. მაგალითად, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დანართი 1-ის თანახმად, მიმდინარე წელს თანადაფინანსების მოცულობა 4 132 800 ლარი უნდა ყოფილიყო, მომდევნო სამ წელს, შესაბამისად, 41 321 800 ლარი, 40 213 700 ლარი და 39 550 000 ლარი. აღნიშნული პროექტის თანადაფინანსება გათვალისწინებულია ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტშიც. ბიუჯეტის დანართის თანახმად, ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის დაგეგმილი მე-5 ფაზის განხორციელება გაწერილია 2028 წლის ჩათვლით. თანადაფინანსების ჯამური ბიუჯეტი 138 372 500 ლარს შეადგენს. აქედან 17 287 000 ლარი 2025 წელს უნდა გაიხარჯოს, დანარჩენი კი, თითქმის თანაბრად, გადანაწილებულია მომდევნო სამ წელზე. ამ ეტაპზე უცნობია, როგორ განხორციელდება პროექტი. ფაქტია, რომ ბათუმს შემოერთებული ტერიტორიების მოსახლეობა, უკვე მრავალი წელია, დაპირებულ წყლისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა/რეაბილიტაციის სამუშაოებს ელოდება. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ბიუჯეტი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რაც ხელისუფლებისთვის გამოწვევაა. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციამ უკვე გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „მიგვაჩნია, რომ დუმილი ახლა დანაშაულია. მოვუწოდებთ, ბათუმის მერს და საკრებულოს წევრებს „ოცნებიდან“, ნაცვლად კონცერტების გამართვისა და საკუთარი მოქალაქეებისთვის პროვოკაციების მოწყობისა, დააფიქსირონ პოზიცია. ბათუმელებს, მათ შორის, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, საპროტესტო მოძრაობაში კიდევ უფრო აქტიური ჩართულობისკენ.“ არც ოპოზიციის მოთხოვნით და არც საკუთარი ინიციატივით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, ასევე რეგიონის მთავრობას, საკითხთან მიმართებით, საჯაროდ არაფერი უთქვამს.

ინფორმაციისთვის: ბათუმში „კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტი“, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის სესხითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 2007 წლიდან მიმდინარეობს. პროექტი რამდენიმე ფაზას მოიცავს და მიუხედავად იმისა, რომ დაწყებიდან 17 წელი გავიდა, ჯერ დასრულებული არ არის.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა