სოციალურ ქსელში ვრცელდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და საქართველოს პარლამენტის წევრის, ლევან ხაბეიშვილის ფოტო (ბმული 1 2 3 4), სადაც მას თავზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოსახულების ტატუ აქვს, წარწერით „თავისუფლება მიშას“(Free Misha).
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო, რეალურად ტელეკომპანია მთავარ არხზე, 10 ნოემბერს გადაცემა „მთავარი აქცენტები“-ში, ლევან ხაბეიშვილის სტუმრობის ჩანაწერიდანაა აღებული. ჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ ლევან ხაბეიშვილს თავზე ტატუ არ აქვს.
შესაბამისად, Facebook-ზე გავრცელებული სურათები რედაქტირებულია და სინამდვილეს არ ასახავს.
-----------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.