• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: აცრილი ადამიანები საშიშ სპაიკ ცილებს აწარმოებენ, რაც ძნელად სახად გრიპებს იწვევს

დეზინფორმაცია: აცრილი ადამიანები საშიშ სპაიკ ცილებს აწარმოებენ, რაც ძნელად სახად გრიპებს იწვევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

21/12/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ადამიანები საშიშ სპაიკ ცილებს აწარმოებენ და ავრცელებენ, რასაც  „ძნელად სახადი გრიპების“ გამომწვევ მიზეზად ასახელებენ.

პანდემიის პერიოდში, 2020-2021 წლებში, COVID-19-ის გავრცელების შეკავების მიზნით დაწესებულმა შეზღუდვებმა (მათ შორის სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება) გრიპისა და სხვა სეზონური ვირუსების გავრცელება ასევე მნიშვნელოვნად შეაფერხა. პრევენციული შეზღუდვების მოხსნას, 2022 წლის სეზონზე,  სეზონური ვირუსების გააქტიურება მოჰყვა. 

სასუნთქი სისტემის ვირუსული დაავადებები, რომელიც მიმდინარე სეზონზე ცირკულირებს, იმ ვირუსების ტიპებისგან, რომლებიც გასულ წლებშიც - პანდემიამდე პერიოდში, ცირკულირებდა ქვეყანაში, არ განსხვავდება. ერთადერთი განსხვავება შედარებით ადრე (ნოემბრის შუა რიცხვებში) დაწყებული სეზონია. მიმდინარე სეზონზე, ყველაზე მეტად გავრცელებულია რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, A ტიპის გრიპის ვირუსი, რინოვირუსი, ადენოვირუსი და სხვა.  ამ თემაზე იხილეთ სპეციალისტების განმარტებები (ბმული 1; ბმული 2). 

მტკიცება, თითქოს  სეზონური  გრიპი და სხვა რესპირაციული ვირუსები, რომელიც დღეს ქვეყანაში ცირკულირებს, რამე კავშირშია COVID-19-ის ვაქცინასთან ან აცრილ ადამიანებთან, ყოველგვარ  საფუძველს მოკლებულია და აბსურდულია. ასევე, ყალბია მტკიცება, თითქოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ადამიანები „საშიშ“ სპაიკ ცილებს აწარმოებენ. 

ანტივაქსერები მუდმივად ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას, თითქოს ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილი სპაიკ ცილები ტოქსიკური ნივთიერებებია, რომელიც შემდგომში მთელ სხეულში ვრცელდება და სახიფათოა. რეალურად, ი-რნმ ვაქცინები ადამიანის ორგანიზმს გადასცემს ინფორმაციას როგორ წარმოქმნას COVID-19-ის ვირუსის მსგავსი სპაიკ ცილა.  აცრის შემდეგ, როდესაც  გარკვეული რაოდენობის წვეტოვანი ცილა წარმოიქმნება, ადამიანის ორგანიზმი მის გასანეიტრალებლად ანტისხეულებს გამოიმუშავებს. შედეგად, COVID-19-ის ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი ყალიბდება (ვაქცინების მუშაობის მექანიზმთან დაკავშირებით, იხილეთ დეტალური ინფორმაცია). 

ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი წვეტოვანი ცილა, იქიდან გამომდინარე, რომ ის ხელოვნურადაა ნაწარმოები, ადამიანის ორგანიზმისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის დროს ადამიანის ორგანიზმში გაცილებით ნაკლები „წვეტოვანი ცილა“ წარმოიქმნება, ვიდრე კორონავირუსით დაავადების დროს. ამასთან ერთად, ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი „წვეტოვანი ცილები“ ინექციის ადგილას კონცენტრირდება და სისხლის მიმოქცევის სისტემაში არ გადადის. ხოლო, ვაქცინის 1%, რომელიც შესაძლოა, რომ სისხლის მიმოქცევის სისტემაში გადავიდეს, ღვიძლის ფერმენტების მიერ ნადგურდება (იხილეთ ამ თემაზე ფაქტ-მეტრის სტატია N1; სტატია 2). 

შესაბამისი სამეცნიერო კვლევებით დასტურდება, რომ ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი ე.წ. სპაიკ ცილა,  ადამიანის ორგანიზმისთვის, მით უმეტეს გარშემომყოფებისთვის, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. 

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
სპაიკ ცილა
ამერიკა
რომის პაპი
ვაქცინა
სპაიკ ცილა
კორონავირუსი
თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა