2022 წლის 7 მარტს Facebook-გვერდმა „დედაქალაქი“ გამოაქვეყნა პოსტი, აღწერით: „მოკლედ რუსი ტურისტების მასიური შემოსვლა გაუქმებულია“. პოსტში ასევე მოცემულია დოკუმენტის ფოტო, რომელზეც წერია, რომ რუსეთმა ქვეყნიდან 15-72 წლამდე შრომისუნარიანი ხალხის გასვლა აკრძალა.

სინამდვილეში, აღნიშნული დოკუმენტი ყალბია. რუსეთის არცერთ უწყებას მსგავსი ბრძანება არ გამოუცია. დოკუმენტის სიყალბეზე მოწმობს ისიც, რომ მას არ აქვს ბრძანების ნომერი და თარიღი. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს არაავთენტურობაზე კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა.

------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.