2022 წლის 17 თებერვალს, Facebook-გვერდმა Newsagency.ge-მ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ფოტო გაავრცელა შემდეგი წარწერით - „ჩემი სოლიდარობა ბადრი ჯაფარიძეს! არ შეიძლება მსგავსი მეთოდებით ადამიანის დასჯა!“. პოსტს თან აღწერაც ახლავს - „მსჯავრდებული მეგის ქარდავა ციხიდან მიმართვას ავრცელებს: „ჩემი სოლიდარობა ბადრი ჯაფარიძეს! არ შეილება მსგავსი მეთოდებით ადამიანის დასჯა! ეს ყოვლად წარმოუდგენელია. 21-ე საუკუნეში, დემოკრატიის პირობებში ადამიანებს ასე არ ექცევიან. მისთვის მანდატის შეჩერება არის მმართველი გუნდის მხრიდან პოლიტიკური დასჯის მეთოდი!“. პოსტს ამ დროისათვის 900-ზე მეტი რეაქცია, 270 კომენტარი და 12 გაზიარება აქვს.

რეალურად, Newsagency.ge-ზე გამოქვეყნებული ციტატა გამოგონილია და მეგის ქარდავას არ ეკუთვნის. მსგავსი ციტატა არც ერთ მედია საშუალების ვებგვერდზე, მათ შორის, არც მეგის ქარდავას პირად Facebook-პროფილზე იძებნება.

საქართველოში ექსტრადირებული თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას პირად Facebook-პროფილზე გამოქვეყნებული ბოლო პოსტი 24 იანვრით თარიღდება, რომელშიც ის რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემთხვევაზე საუბრობს.

Newsagency.ge-ზე გამოქვეყნებული პოსტი საქართველოს პარლამენტის მიერ პარტია „ლელოს“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ეხმაურება. ცნობისთვის, 15 თებერვალს პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს, დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ბადრი ჯაფარიძისთვის დეპუტატის მანდატის გაუქმება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი „თიბისი ბანკის“ საქმეზე (ჯაფარიძე/ხაზარაძე/წერეთლის საქმე) თაღლითობაში ცნო დამნაშავედ, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო არ დააპატიმრეს.

წყაროს შესახებ:

რაც შეეხება უშუალოდ Facebook-გვერდ Newsagency.ge-ის, გვერდი 2021 წლის 21 სექტემბერს შეიქმნა და მეგის ქარდავაზე გამოქვეყნებული პოსტი ერთადერთია, რომელიც სიახლეების ზოლში ამ დროისთვის არის განთავსებული.

Facebook-ის „რეკლამების ბიბლიოთეკაში“ ჩანს, რომ გვერდმა წარსულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას მონასტერში წასვლის შესახებ რეკლამირებული პოსტის მეშვეობით ყალბი ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც ამჟამად ხელმისაწვდომი აღარ არის.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე


მსგავსი სიახლეები

5451 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი