18 იანვარს Facebook-ჯგუფში “ქართული გენი (გავერთიანდეთ ქართველებო)” გავრცელდა ციტატა, რომელიც, გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, შეერთებული შტატების 32-ე პრეზიდენტს, ფრანკლინ დელანო რუზველტს, მიეწერება. რუზველტის ფოტოს თან ერთვის შემდეგი ციტატა: „წარმატებული ბიზნესმენი არასოდეს არ გახდება კარგი სახელმწიფო მოღვაწე. მისი ერთადერთი ინტერესი - ჯიბეა და არა ხალხი“. მანამდე, იგივე ციტატა გამოჩნდა კიდევ რამდენიმე Facebook- გვერდზე ( იხილეთ Facebook-გვერდები “ საოცარი “ და “გრძნობდე რომ გყავს ადამიანი” ) და 2019 წელს ის შალვა ნათელაშვილმაც გამოიყენა timer.ge-სთან ინტერვიუში.

აღნიშნული ციტატა უფრო ადრე რუსულ სოციალურ ქსელ - “одноклассники”-ზე გავრცელდა, სადაც ციტატა იმავე ფოტომასალის გამოყენებითაა გამოქვეყნებული (იხ. ფოტო). სავარაუდოდ, სწორედ აქ გავრცელებული მასალა ითარგმნა ქართულ ენაზე. იმავე ციტატას ვხვდებით რუსულ ფორუმებზე (მაგალითად, ბმული 1 , ბმული 2), ასევე, ვებგვერდზე - “коммунистическая партия советского союза” , სადაც ფრაზა ტრამპის მმართველობასთან მიმართებით არის გამოყენებული.

ღია წყაროებში გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ქართულ Facebook- სივრცეში გავრცელებული ციტატა, რომელიც ფრანკლინ რუზველტს მიეწერება, არც ერთ ინგლისურენოვან სანდო წყაროში არ იძებნება. მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე ქართულენოვანი Facebook-პოსტისა და რუსულენოვანი არაოფიციალური წყაროების სახით არსებობს. შესაბამისად, რუზველტისთვის აღნიშნული ციტატის მიწერა დაუდასტურებელია.

---------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5651 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია