Facebook-ზე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მადისკრედიტებელი შინაარსის ვიდეო მასალა ვრცელდება. ვიდეოს, რომელიც 2016 წელს იტალიის დედაქალაქ რომში გამართულ პრაიდის ღონისძიებაზეა ჩაწერილი, სუბტიტრებად დეგნანის განცხადების არასწორი და ამასთან, მადისკრედიტებელი თარგმანი ერთვის. აღნიშნული ღონისძიების მიმდინარეობისას, კელი დეგნანი რომში აშშ-ის საელჩოს მისიის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

იხ. Facebook-პოსტი

სინამდვილეში, კელი დეგნანმა, რომში გამართული ღონისძიების შესახებ გაკეთებულ განცხადებაში, რასაკვირველია, სრულიად სხვა რამ თქვა:

კელი დეგნანის განცხადების ორიგინალი ვერსია იტალიურად:

„A nome dell'Ambasciata Americana vorrei sottolineare quanto siamo felici di partecipare al Pride di Roma 2016. Noi crediamo che tutte le persone meritino di vivere senza violenza, paura o discriminazione. Oggi siamo qui con le nostre bandiere per partecipare e celebrare con convinzione i progressi raggiunti e per riaffermare i nostri valori fondamentali come la dignità e l'uguaglianza di tutti. Grazie e Buon Pride a tutti.“

განცხადების ქართული თარგმანი:

„ამერიკის საელჩოს სახელით მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რა ბედნიერები ვართ 2016 წლის Rome Pride-ში მონაწილეობით. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს ცხოვრებას ძალადობის, შიშისა და დისკრიმინაციის გარეშე. დღეს ჩვენ ვართ აქ ჩვენი დროშებით, რათა მონაწილეობა მივიღოთ და დარწმუნებით აღვნიშნოთ მიღწეული პროგრესი და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები, როგორიცაა ყველას ღირსება და თანასწორობა. დიდი მადლობა და ბედნიერი პრაიდი ყველას.“

ამდენად, კელი დეგნანისთვის მიწერილი თარგმანი ყალბია და სიმართლეს არ შეესაბამება.

----------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.