Facebook-მომხმარებელმა Natalia Kapanadze-მ პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ბერძნულ ეკლესიაში რუსეთში წირვის დროს ღვთისმშობლის გამოცხადება მოხდა. პოსტს ამ დროისათვის, 700-ზე მეტი რეაქცია, 300-მდე კომენტარი და 770-ზე მეტი გაზიარება აქვს.

რეალურად, ფოტოზე დაფიქსირებული სინათლე ხატზე დაცემული მზის შუქით არის გამოწვეული, რომელიც შენობაში არსებულ სიბნელესთან კონტრასტში მოდის და შესაბამისად, ფოტოკამერის ფოკუსის მიერ კაშკაშა ნათებად არის აღქმული.

ფოტო 1 ფოტო 2

ბერძნული ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმის ELLINIKA HOAXES მიერ მოძიებულ ფოტოებში (იხ. ფოტოები 1 და 2) ნათელია, რომ ორივე ფოტო ერთსა და იმავე დროს და ადგილას არის გადაღებული, თუმცა სხვადასხვა განათების ფონზე. ფოტოების იდენტურობა მასზე გამოსახული სამღვდელოების წარმომადგენელი პირების განლაგებითაც მარტივად აღიქმება.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.