• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: აშშ-ში არჩევნები გაყალბდა

დეზინფორმაცია: აშშ-ში არჩევნები გაყალბდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

31/12/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

1 დეკემბერს „ალტ-ინფოს“ ეთერში გადაცემა „ალტერნატიულ ხედვაში“ „ალტ-ინფოს“ დირექტორმა, შოთა მარტინენკომ, განაცხადა (1:50:24): „საქართველოში უფრო არის კანონის უზენაესობა, შეიძლება ეგრეც ითქვას, ვიდრე ამერიკის ნებისმიერ ქალაქში. ამერიკის ნებისმიერ ქალაქში როგორც გაყალბდა არჩევნები, ეგეთი საქართველოში, ახლა, ამ ბოლო პერიოდში, რაღაცა ვიღაცამ რომ გააკეთოს, რევოლუციას მოუწყობენ“, ხოლო გადაცემის წამყვანმა, თათია გაბრიჭიძემ, აღნიშნულთან დაკავშირებით გააკეთა რეპლიკა: „მკვდარი სულების რევოლუცია“.

აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შესახებ დეზინფორმაცია დიდი ხანია ვრცელდება. აღნიშნულის შესახებ „ფაქტ-მეტრი“ ადრეც წერდა (იხილეთ სტატია 1; სტატია 2).

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის თანახმად, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, მიუხედავად სამართლებრივი გაურკვევლობებისა და ლოჯისტიკური გამოწვევებისა, იყო კონკურენტული და კარგად ორგანიზებული. ანგარიში არაფერს ამბობს არჩევნების გაყალბების შესახებ, არამედ, პირიქით, აღნიშნულია, რომ სისტემური ნაკლების შესახებ ტრამპის უსაფუძვლო ბრალდებებმა დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი საზოგადოების ნდობა დააზიანა.

Reuters-ის თანახმად, ფედერალურმა და შტატების სასამართლოებმა დონალდ ტრამპისა და მისი გუნდის მიერ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული 50-ზე მეტი სარჩელი უარყვეს. საბოლოოდ, ვერც ერთი სარჩელით ტრამპის მტკიცება - არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ვერ დადასტურდა. USA Today-ს თანახმად, 62 არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრიდან ტრამპი 61-ში დამარცხდა, ხოლო ერთში, პენსილვანიის სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომ ამომრჩევლებს პირადობის დამადასტურებელი სწორი დოკუმენტაციის წარსადგენად (აღნიშნულს შედეგებზე არსებითი გავლენა არ ჰქონია) არჩევნების შემდეგ 3 დღე ჰქონდათ. აშშ-ის უზენაესმა სასამართლომაც ტრამპის საჩივრები უარყო. არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება დაადასტურა არიზონას, ნევადას, მიჩიგანის, პენსილვანიისა და უისკონსინის სასამართლოებმაც. რიგ შტატებში (მაგალითად, ჯორჯიასა და უისკონსინში) გადათვლის შედეგებმაც ბაიდენის გამარჯვება დაადასტურა. ფაქტში, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ტრამპს მისივე ადმინისტრაციის იუსტიციისა და საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტებიც არწმუნებდა. ასევე, ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში მთავარი პროკურორი, უილიამ ბარი აცხადებდა, რომ მას არ უნახავს გაყალბება, რასაც არჩევნების შედეგებზე შეიძლება გავლენა ჰქონოდა. არჩევნების გაყალბების შესახებ მტკიცებები უარყო არჩევნების ინფრასტრუქტურის სამთავრობო საკოორდინაციო საბჭომაც.

აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შესახებ მტკიცებები გადაამოწმეს ავტორიტეტულმა ფაქტების გადამმოწმებელმა პლატფორმებმაც. Associated Press-ის თანახმად, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ტრამპის ყველა მტკიცება არასწორია (ასევე იხილეთ BBC, factcheck.org, Politifact). 2020 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებების გადამოწმების სამეცნიერო სტატია ჰარვარდის კენედის სკოლის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.

რაც შეეხება თათია გაბრიჭიძის რეპლიკას „მკვდარი სულების“ შესახებ, აშშ-ის არჩევნების შესახებ იყო გავრცელებული მტკიცება, თითქოს მიჩიგანის, პენსილვანიისა და ჯორჯიის შტატებში 10 ათასი მიცვალებული ამომრჩეველი აღმოაჩინეს, რომელთაც ხმა ბაიდენის სასარგებლოდ მისცეს. აღნიშნული მტკიცება „ფაქტ-მეტრს“ უკვე გადამოწმებული აქვს.

გარდაცვლილი ადამიანების მიერ ხმის მიცემის ფაქტზე გამოძიება არაერთმა სააგენტომ დაიწყო. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პოლიტოლოგის, ჩარლზ სტიუარტ III-ის თანახმად, ბრალდებები გარდაცვლილი ადამიანების მიერ ხმის მიცემის შესახებ არჩევნების შემდეგ განხილვის საგანი ხშირად ხდება, რაც მეტწილად, გადაჭარბებულია. ზოგ შემთხვევაში, საქმე ადამიანთა შედარებით მცირე რაოდენობას ეხება, რომლებიც საარჩევნო ბიულეტენის ფოსტით გაგზავნამდე ან არჩევნების დღეს იღუპებიან. ჩვეულებრივ კი, გარდაცვლილი ადამიანების მიერ დიდი რაოდენობით ხმების მიცემის შესახებ პრეტენზიები, ორი ადამიანის იდენტური ან მსგავსი სახელების აღრევის გამოა გამოწვეული.

საინფორმაციო სააგენტო BBC-ის თანახმად, ტრამპის მხარდამჭერის მიერ გავრცელებული სიების გადამოწმებისას მარტივი შეუსაბამობები ჩანს. მაგალითისთვის, 1940 წლის იანვარში დაბადებულმა პირმა ხმა მიჩიგანის არჩევნებზე მისცა. თუმცა ამავე სახელისა და გვარის მქონე სხვა ადამიანიც არსებობდა, რომელიც 1940 წლის იანვარში სხვაგან დაიბადა და ახლა გარდაცვლილია. შესაბამისად, საქმე ეხება ერთი და იმავე სახელისა და ასაკის ორ ჯგუფს - ერთი მათ, ვინც ხმა ნამდვილად მისცა, ხოლო მეორე, ვინც გარდაცვლილია. სახელებისა და ასაკის დამთხვევები ისეთ ქვეყანაში, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია (328 მილიონი ადამიანი), ხშირად ხდება.

საინფორმაციო სააგენტო CNN-მა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გავრცელებული სიიდან 50 ადამიანი ამოარჩია. მათგან 37 ნამდვილად გარდაცვლილი იყო, თუმცა მიჩიგანის მონაცემთა ბაზის მიხედვით, ხმა არ მიუციათ. ხუთმა ხმა მისცა, თუმცა საჯარო ინფორმაციათა ბაზის მიხედვით, ისინი ცოცხლები არიან. დანარჩენი რვა კი ცოცხალია, თუმცა ხმა არ მიუციათ. CNN-ის მონაცემები არ არის რეპრეზენტაბელური, თუმცა ნათლად აჩვენებს, რომ შემთხვევით შერჩეულებში, გარდაცვლილთა მიერ ხმის მიცემის არცერთი ფაქტი არ დადასტურდა.

მიჩიგანის სახელმწიფო მდივნის ოფისში განაცხადეს, რომ გარდაცვლილი ადამიანის სახელით ხმის მიცემა თითქმის შეუძლებელია: თუ ამომრჩეველი ბიულეტენის მიტანამდე გარდაიცვალა, მის ნაცვლად კი ხმის მიცემა სხვამ სცადა, ხელმოწერათა შეუსაბამობის გამო, ეს ხმა უქმდება. საინფორმაციო სააგენტო CNN-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია 20 წლის პაციენტის შესახებ, რომელმაც ხმა საფოსტო ბიულეტენით მისცა, თუმცა არჩევნების დღეს გარდაიცვალა. მისი ხმა ვისკონსინის კანონმდებლობის თანახმად, გაუქმდა.

კალიფორნიის უნივერსიტეტის სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერებების პროფესორი და არჩევნების ექსპერტი, რიჩარდ ჰასენი, აცხადებს, რომ პენსილვანიაში გარდაცვლილი ადამიანების მიერ ხმის მიცემის დამადასტურებელი მტკიცებულება ჯერ არ უნახავს. მსგავსი ბრალდებები არჩევნების შემდეგ ძალიან გავრცელებულია, რაც იშვიათად თუ მტკიცდება. ჰასენის თანახმად, მცირე რაოდენობის ასეთი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი, ეს არჩევნების საბოლოო შედეგებზე არ აისახება.

-----------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ვახტანგ დემურია
ცესკო
გაყალბება
იაკობ ლაჩაშვილი
იაკობ ლაჩაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა