10 დეკემბერს სოციალურ ქსელში Facebook- გვერდმა „ტერენტი გლდანელი“ გუბაზ სანიკიძის ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით: „გული მწყდება ხალხის პასიურობაზე. უკვე აშკარაა, რომ მოსახლეობას მოვბეზრდით“. ფოტომასალა ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს აღნიშნული ციტატა გუბაზ სანიკიძეს ეკუთვნის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

რეალურად, მოცემული სიტყვები გუბაზ სანიკიძეს არსად გაუჟღერებია. მსგავსი განცხადება არ მოიპოვება არც ინტერნეტ სივრცეში და არც სანდო მედიასაშუალებების ოფიციალურ ვებგვერდებზე. ფოტოზე მოცემული ციტატა გამოგონილია.

წყაროს შესახებ:

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) თანახმად, Facebook- გვერდი „ტერენტი გლდანელი“ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და მათთან აფილირებული პირების მადისკრედიტირებელი გვერდია. გვერდზე ასევე ქვეყნდება სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საწინააღმდეგო პოსტები. ამავდროულად, გვერდზე ჰომოფობიური, სექსისტური და სიძულვილი ენის შემცველი გზავნილები ვრცელდება.

-------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი