სოციალურ ქსელში წალენჯიხის ახლად არჩეული მერის, გია ხარჩილავას ფოტო ვრცელდება თანდართული წარწერით: „საახალწლოდ წალენჯიხას მეგა-კონცერტით, ესტუმრებიან ცოცხალი ლეგენდები, ისეთები როგორებიც არიან: ლექსენი, ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი და სხვები - გია ხარჩილავა“. ფოტო და თანდართული წარწერა ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს აღნიშნული განცხადება გია ხარჩილავას ეკუთვნის.
ციტატა, რომელიც სოციალურ ქსელში Interpressnews.ge-ის ვიზუალით ვრცელდება, გია ხარჩილავას არ ეკუთვნის. აღნიშნული ციტატა Interpressnews.ge-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ან Facebook-გვერდზე არ გვხვდება. მსგავსი განცხადება ხარჩილავას არც სხვა მედია საშუალებებთან გაუკეთებია. შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მოცემული ციტატა გამოგონილია.
Interpressnews.ge-ის ვებგვერდზე და Facebook-გვერდზე გია ხარჩილავას მოცემული ფოტომასალით ბოლო პერიოდში გაკეთებული შემდეგი განცხადებები იძებნება:
-----------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.