სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას ფოტო ვრცელდება თანდართული წარწერით: „გიგი უგულავა - არ ვტრაბახობ, თუმცა მაინც უნდა ვთქვა. თუ კი ვინმეს შეიძლება ეწოდებოდეს, თბილისის საუკეთესო მერი, ეს უნდა ვიყო მე და არა კალაძე“. ფოტო და წარწერა ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს აღნიშნული განცხადება გიგი უგულავას ეკუთვნის.
რეალურად, ციტატა, რომელსაც Facebook-მომხმარებელი სოციალურ ქსელში Interpressnews.ge-ის ვიზუალით ავრცელებს, გიგი უგულავას არ ეკუთვნის. მსგავსი განცხადება Interpressnews.ge-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ან Facebook-გვერდზე არ გვხვდება. აღნიშნული ციტატა არც სხვა ღია წყაროების საშუალებით მოიპოვება. შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მოცემული ციტატა გამოგონილია.
Interpressnews.ge-ის ვებგვერდზე და Facebook-გვერდზე გიგი უგულავას მოცემული ფოტომასალით ბოლო პერიოდში გაკეთებული შემდეგი განცხადებები იძებნება:
------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.