დეზინფორმაცია: ბადრი ბურჯანაძე აცრის შემდეგ დამძიმდა და გარდაიცვალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში ზესტაფონის ფერომედის კლინიკის ქირურგ ბადრი ბურჯანაძის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. გავრცელებული პოსტის თანახმად, 26 აგვისტოს „აცრის შემდეგ ზესტაფონის ფერომედის კლინიკის ქირურგი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა“.

ფერომედის კლინიკის დირექტორის, კობა ქავთარაძის განცხადებით, ბადრი ბურჯანაძე კორონავირუსით დაიღუპა. გარდაცვლილს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაზაფხულზე ჰქონდა გაკეთებული. ამდენად, Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქირურგი აცრის შემდეგ დამძიმდა და ამით დაიღუპა, არის ტყუილი.

-------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.