Facebook-ზე გიორგი კანდელაკის ყალბი ციტატა ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-მომხმარებელი კობახიძე კახაბერი Facebook-ზე პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის მოადგილე - გიორგი კანდელაკის გაყალბებულ ციტატას ავრცელებს. მის მიერ, 4 ივლისს გავრცელებული პოსტის თანახმად, თითქოს გიორგი კანდელაკმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „ქართული მარში, გაუპატიურებით დამემუქრა მაგრამ, მე ვინ მომცა მაგის ბედი...“. კობახიძე კახაბერის მიერ გაზიარებულ პოსტს, შემდეგ წარწერა ერთვის თან: „დიდი ფანტაზიის უნარი აქვს რიგით კანდელაკს 😂 სიზმარშიც და ცხადშიც სულ '' ქართული მარში '' ელანდებათ მას და მის უფროსებს 😀 გიორგი წამებული თავდადებული ტანგიან- პომადიანი ბოკერიასი 😀“

სინამდვილეში, გიორგი კანდელაკს იდენტური ან მსგავსი განცხადება საერთოდ არ გაუკეთებია. აღნიშნული არ გაჟღერებულა მედიაში და არ იძებნება მის პირად Facebook-გვერდზე. ამასთან ერთად, „ფაქტ-მეტრი“ დაუკავშირდა გიორგი კანდელაკს, რომელმაც უარყო აღნიშნული დეზინფორმაცია.

სავარაუდოდ, რომ პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის მოადგილის მიმართ მსგავსი დეზინფორმაციული შინაარსის პოსტის გავრცელება პარტიის მიერ „ღირსების მარშის“ მიმართ ღიად გამოხატულ მხარდაჭერას უკავშირდება.

5 ივლისს „ევროპულმა საქართველომ“ განაცხადა, რომ „ღირსების მარშს“ შეუერთდება. „ღირსების მარშის" მხარდაჭერა პრინციპული საკითხია. ჩვენი ვალდებულებაა დავიცვათ გამოხატვის თავისუფლება და არავის მივცეთ ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების შესაძლებლობა. ჰომოფობია ჩვენი საზოგადოების მძიმე გამოწვევაა, რადგან სექსუალური და გენდერული უმცირესობის წარმომადგენლებს ძალადობისა და შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება. ჩვენი ვალია დავიცვათ ჩაგრულთა უფლებები.

ეს არა მხოლოდ ამ უმცირესობების, არამედ თითოეული ჩვენგანის თავისუფლებისა და ღირსების საკითხია. ფაშისტური ძალების წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია, ამ ძალების აბსოლუტური უმრავლესობა პუტინისტურია და საქართველოში რუსულ ინტერესებს ემსახურება.

ეს ძალები საქართველოს ხელისუფლების წახალისებითა და მხარდაჭერით მოქმედებენ, ამიტომ პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” ეკისრება. საზოგადოებამ უნდა აიძულოს მთავრობა დროულად შეზღუდოს ისინი“ - აღნიშნულია პარტიისოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

რაც შეეხება Facebook-მომხმარებელ კახაბერ კობახიძეს, მის მიერ Facebook-ზე გაზიარებული პოსტების შინაარსიდან ირკვევა, რომ ის მოძრაობა „ქართული მარშის“ მხარდამჭერია.

--------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5429 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი