• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: Pfizer არ არის ვაქცინა და მისი პირველი დოზა იმუნოდეპრესანტია

დეზინფორმაცია: Pfizer არ არის ვაქცინა და მისი პირველი დოზა იმუნოდეპრესანტია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

30/03/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: Pfizer არ არის ვაქცინა და მისი პირველი დოზა იმუნოდეპრესანტია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 26 თებერვალს, Facebook-მომხმარებელმა ნათია გიოშვილმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აუდიოჩანაწერია მოცემული. აუდიოჩანაწერს თან ახლავს რუსული წარწერა- Cрочно!! Всем Услышать!!! (სასწრაფოდ!! ყველამ მოუსმინოს!!!). ჩანაწერში საუბრობს ქალი, რომელიც საკუთარ თავს იულია გაპონიუკად წარადგენს და ამბობს, რომ ის ზოგადი პრაქტიკის ექიმია. ექიმი ჩანაწერში Pfizer-ის ვაქცინასა და ისრაელში ვაქცინაციის შემდეგ ადამიანთა დაინფიცირებაზე საუბრობს. ინტერნეტში აუდიო ჩანაწერის სახით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია. 

მტკიცება: ისრაელში ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ 12400 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო მეორე დოზის მიღების შემდეგ - 60 ადამიანი. 

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

როგორც Times of Israel წერს, 2021 წლის 19 იანვრისთვის Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზა ისრაელის 2 მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიიღო, ხოლო მეორე დოზა - 400 ათასზე მეტმა მოქალაქემ. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, პირველი დოზით ვაქცინირებული პირებიდან კორონავირუსით 12 400 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 69 ადამიანი მეორე დოზის მიღების შემდეგ. თუმცა, ეს ფაქტი, ბუნებრივია არ ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა ადამიანების დაიფიცირებას იწვევს.

რეალურად, ვაქცინაციის შემდეგ ადამიანთა დაინფიცირება გასაკვირი ფაქტი ნამდვილად არ არის, რადგან კოვიდის ვაქცინა თავისთავად არ გულისხმობს ადამიანის ვირუსისგან 100 პროცენტით დაცულობას. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მინიმუმამდე ამცირებს დაინფიცირების შესაძლებლობას, დაინფიცირების შემთხვევაში კი ადამიანის ორგანიზმს ვირუსის მარტივად გადატანასა და ლეტალური შედეგების თავიდან აცილებაში ეხმარება.

კონკრეტულად, Pfizer-BioNTech-ის შემთხვევაში, ვაქცინის ეფექტურობა, როგორც მწარმოებელი ამბობს, პირველი დოზის შემდეგ დაახლოებით 52%-ია, ხოლო მეორე დოზის შემდეგ მისი ეფექტურობა 95%-ს აღწევს. შესაბამისად, გასათვალისწინებელია, რომ ვაქცინაციის შემდგომ ადამიანს იმუნიტეტის გამომუშავებას დროის გარკვეული პერიოდი სჭირდება. ანალოგიურ ინფორმაციას ვხვდებით ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ვებგვერდზეც (CDC). კორონავირუსის შესახებ მითებისა და ფაქტების შესახებ განკუთვნილ განყოფილებაში გარკვევით წერია, რომ ვაქცინაციის შემდეგ სხეულს იმუნიტეტის გამოსამუშავებლად, ჩვეულებრივ, რამდენიმე კვირა სჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი კორონავირუსით შესაძლოა, ვაქცინაციამდე ან ვაქცინაციის შემდეგ მალევე დაინფიცირდეს. 

მტკიცება: Pfizer არ არის ვაქცინა და მისი პირველი დოზა იმუნოდეპრესანტია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

აუდიოჩანაწერში ექიმი გაპონიუკი სხვა მეცნიერებისა და სწავლულების მოსაზრებებზე დაყრდნობით ამბობს, რომ Pfizer არ არის ვაქცინა. კერძოდ, Pfizer-ის პირველი დოზა იმუნოდეპრესანტი და გენი ლუციფერაზაა, რომელიც ადამიანის იმუნიტეტს აქვეითებს, უშუალოდ გენი ლუციფერაზა კი ადამიანის მარჯვენა ნახევარსფეროს ბლოკავს, რის შედეგადაც ადამიანი ლოცვას ვეღარ შეძლებს. რეალურად, Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის შემადგენლობაში იმუნოდეპრესანტი და ლუციფერაზას გენი არ გვხვდება. ამასთან, იმუნოდეპრესანტი არის ნივთიერება, რომელიც იმუნური სისტემის დაქვეითებას იწვევს, ზოგადად ვაქცინების და მათ შორის Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მიზანი კი ვირუსის საწინააღმდეგოდ ადამიანის იმუნური სისტემის გაძლიერებაა. ვაქცინაციის შედეგად ადამიანის ორგანიზმში ანტისხეულები წარმოიქმნება, რაც ადამიანს ვირუსით დაინფიცირებისგან იცავს, დაინფიცირების შემთხვევაში კი ორგანიზმს ვირუსთან მარტივად გამკლავების საშუალებას აძლევს. 

რაც შეეხება გენ ლუციფერაზას და ლუციფერინს, ამ ნივთიერებებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია დღემდე აქტიურად ვრცელდება, რასთან დაკავშირებითაც „ფაქტ-მეტრი“ სხვა სტატიებშიც წერდა ( ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). 

მტკიცება : Pfizer-ის მეორე დოზა ნანოჩიპებს შეიცავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

გაპონიუკის თანახმად, Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზა თხევად პოლიმელურ ნანოჩიპებს შეიცავს, რისი საშუალებითაც მსოფლიო ელიტები ადამიანების თვალყურისდევნებას და მართვას მოახერხებენ. ადამიანები სპეციალური პროგრამის მეშვეობით გაკონტროლდებიან, ამასთან ასაკის მიუხედავად, დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პირები დაიღუპებიან და „დარჩებიან მხოლოდ საშუალო ასაკის ადამიანები და ახალგაზრდები - „მუშა საქონელი“(рабочая скотина), რომლებიც ჭამენ, სვამენ და სძინავთ. მათ არ შეეძლებათ წიგნების წაკითხვა, სპექტაკლებისა და კინოფილმების ყურება, არავითარი შემოქმედება“. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. Pfizer-ის ვაქცინაში თხევადი პოლიმერული ნანოჩიპები წარმოდგენილი არ არის. რეალურად, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა ლიპიდური ნაწილაკებს შეიცავს. Griffith University-ის ინფექციური დაავადებების პროფესორმა ნაიჯელ მაკმილანმა საერთაშორისო ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციასთან, AFP FactCheck-თან განაცხადა,რომ Pfizer-BioNTech-ის mRNA ვაქცინებში არსებული ლიპიდური ნაწილაკები ვაქცინის უჯრედებში შესვლისას მის დამცველ მექანიზმს წარმოადგენს. აღნიშნული ლიპიდური ნანონაწილაკები ორგანიზმში ბუნებრივად არსებული ცხიმებისგან (მაგ. ქოლესტერინი) ან მცენარეული ცხიმებისგან (მაგ. მარგარინი) შედგება. კანადური ბიოტექნოლოგიური კომპანია Acuitas Therapeutics-ის თანახმად კი, ეს ლიპიდური ნანონაწილაკები ვაქცინის ორგანიზმში მოხვედრის შემდგომ mRNA-ის დანიშნულების ადგილამდე მისვლას უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, აუდიოჩანაწერში გავრცელებული მტკიცება, რომ ვაქცინაში არსებული თხევადი პოლიმერული ნანოჩიპებითა და სპეციალური პროგრამით მსოფლიო ელიტები ადამიანების დამორჩილება-დამონებასა და მათ მართვას მოახეხებენ, შეთქმულების თეორიაა. 

ვაქცინის საშუალებით ადამიანებში მიკროჩიპების მოთავსებისა და ამ გზით მათი გაკონტროლების შესახებ გავრცელებულ სხვა დეზინფორმაციებს შეგიძლიათ „ფაქტ-მეტრის“ შემდეგ სტატიებში გაეცნოთ (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

ამრიგად, აუდიოჩანაწერში გავრცელებული ინფორმაცია Pfizer-ის ვაქცინასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მისი პირველი დოზა იმუნოდეპრესანტია და გენ ლუციფერაზას, მეორე დოზა კი თხევად პოლიმელურ ნანოჩიპებს შეიცავს, სიმართლეს არ შეესაბამება. 

------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა