9 მარტს Facebook-ზე გავრცელდა ფოტომასალა, რომელზეც ბერა ივანიშვილისა და ამერიკელი რეპერის 2Pac-ის ფოტოებია განთავსებული. ფოტოს თან ერთვის „მთავარი არხის“ ლოგო და წარწერა: „ბერას კვალი ცნობილი ამერიკელი რეპერის მკვლელობაში, რას ყვებიან მოწმეები?“ ფოტომონტაჟის შედეგად მასალა იმგვარადაა რედაქტირებული, რომ თითქოს ფოტო „მთავარი არხის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზეა გამოქვეყნებული. აღნიშნული მასალა ასევე გავრცელდა Facebook-ჯგუფში „დავასრულოთ ნაცები - Davasrulot Nacebi !!!”.

ფოტომასალა გავრცელდა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „Tv პირველმა“ 6 მარტს ფარული აუდიოჩანაწერები გაავრცელა. აუდიოჩანაწერები ბერა ივანიშვილის, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელი ხელმძღვანელის ანზორ ჩუბინიძის სავარაუდო სატელეფონო საუბარს ასახავს. ჩანაწერების თანახმად, ბერა ივანიშვილი ანზორ ჩუბინიძეს იმ პირების დასჯას სთხოვდა, რომლებმაც სოციალურ ქსელში ბერას და მის ოჯახს შეურაცხყოფა საჯაროდ მიაყენეს.

მოცემული ფოტომასალა მონტაჟის შედეგადაა მიღებული და სატირულ შინაარს ატარებს. სინამდვილეში,““მთავარი არხის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე მსგავსი შინაარსი ფოტო არ გამოქვეყნებულა. „მთავარი არხის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე 9 მარტს ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით ფოტომასალის სახით ერთი პოსტი გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც „პროკურატურამ ბერას და ირაკლი ღარიბაშვილის გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება უნებართვო ჩაწერის და მიყურადების მუხლით დაიწყო“.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: