• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ვაქცინები მე-5 გენერაციის სატელიტებთანაა დაკავშირებული

დეზინფორმაცია: ვაქცინები მე-5 გენერაციის სატელიტებთანაა დაკავშირებული

ვერდიქტი: ყალბი ამბავი:

28/12/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: ვაქცინები მე-5 გენერაციის სატელიტებთანაა დაკავშირებული  

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი

Facebook-ზე ვიდეო ვრცელდება, რომელიც კორონავირუსის შესახებ ყალბ და კონსპირაციულ მტკიცებებს შეიცავს.  ვიდეოს მიხედვით, კორონავირუსის შექმნა ბილ გეითსს უკავშირდება, რომლის მიზანსაც მსოფლიო მოსახლეობის შემცირება წარმოადგენს. გარდა ამისა, ვიდეოს თანახმად, ვაქცინები და მე-5 გენერაციის სატელიტები ურთიერთკავშირში არიან.

მტკიცება 1: კორონავირუსის შექმნა ბილ გეითსმა დააფინანსა, მსოფლიო მოსახლეობის შემცირების მიზნით 

მტკიცება, რომ კორონავირუსი მიზანმიმართულად შექმნილი პანდემიაა, მცდარია. 2020 წლის 25 დეკემბრის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, მსოფლიო მასშტაბებით 77 920 564 აქტიური და 1 731 901 სიკვდილის შემთხვევა არის დაფიქსირებული. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, კოვიდ-19-ის გავრცელების პირველწყარო ქალაქ ვუჰანის ჰუანანის ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზრობაა, სადაც ზღვის და შინაურ ცხოველებთან ერთად გარეული ცხოველებიც იყიდებოდა. ცნობილია, რომ კოვიდ-19-ის გავრცელება ცხოველიდან ადამიანზე, MERS და SARS ინფექციების პრინციპით მოხდა. 

კორონავირუსის ხელოვნურად შექმნის შესახებ არსებული მოსაზრება მეცნიერთა მიერ უკუგდებულია. 2020 წლის მარტში ათობით მეცნიერის მიერ ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ ლანცეტში გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების თანახმად, COVID-19-ს ბუნებრივი საფუძვლები აქვს და, შესაბამისად, ვირუსი ბიოინჟინერიის პროდუქტი არაა. აშშ-ის „ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის“ დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით, კორონავირუსის ლაბორატორიაში წარმოქმნის შესახებ მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს. ამავეს აცხადებენ, „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია“ და ამერიკის „გალვესტონის ეროვნული ლაბორატორიის“ წამყვანი მკვლევრებიც. აღსანიშნავია, რომ ვირუსების ხელოვნურად შექმნის შესახებ შეთქმულების თეორიები სხვა დროსაც გავრცელებულა, კერძოდ, 2002 წელს, SARS-ის ეპიდემიის, ხოლო 2009 წელს H1N1-ის პანდემიის შემთხვევაში. აკადემიურ წრეებში მიიჩნევენ, რომ კორონავირუსი არა ხელოვნურად, არამედ ცხოველებში, დიდი ალბათობით, ღამურებში წარმოიშვა.

„ფაქტ-მეტრი“ ბილ გეითსისა შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე აქამდეც წერდა. 

მტკიცება 2: ნანო ჩიპები უკვე დიდი ხანია შექმნილია და ისინი პანდემიის შეთანხმებული გეგმის მიხედვით „ჩაუშვეს“; ნანო ჩიპების, ვაქცინების ოფიციალური სახელი კრიპტოვალუტათა სისტემა არის, რომელიც სხეულის აქტიურობის მონაცემებს იყენებს. ვაქცინაციის შემდგომ შემოტანილი იქნება სოციალური რეიტინგის სისტემა, როგორც ჩინეთში და საბარათე და ნაღდ ფულზე უარის თქმა მოხდება. მონაცემების კონტროლი მე-5 გენერაციის სატელიტებით მოხდება; ყველა არა ჩიპირებული ადამიანის ეთნიკური წმენდა განხორციელდება; დაჩიპული ადამიანების მართვა მოხდება იმავე მექანიზმით, როგორც ხდება ტელევიზორის მართვა დისტანციური მართვის მოწყობილობით. 

მტკიცება, თითქოს ვაქცინის საშუალებით ადამიანის სხეულში ნანო ჩიპებს მოათავსებენ რეალობას არ შეესაბამება და კონსპირაციულ თეორიას წარმოადგენს. ადამიანების „დაჩიპვის“ შესახებ კონსპირაციები უკვე წლებია ვრცელდება. შეთქმულების თეორიები სავალდებულო ვაქცინაციისა და მის შედეგად ადამიანებში ჩიპების შეყვანის შესახებ განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, გააქტიურდა. კონსპირაციული თეორიები ბილ გეითსის სახელთან და ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებასთან არის დაკავშირებული. 

თავად ბილ გეითსმა განცხადება მასთან და ვაქცინაში ნანო ჩიპების არსებობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ივნისში გააკეთა. „იმდენად გულუბრყვილო და უცნაური მტკიცებაა, რომ მისი უარყოფა თითქმის შეუძლებელი არის. მისი გამეორებაც კი სანდოობას მატებს მას“, - განაცხადა გეიტსმა. 

ამასთანავე, Pfizer-მა, ისევე როგორც Moderna-მ მათ მიერ შემუშავებული ვაქცინის შემადგენელი ინგრედიენტების სია გამოაქვეყნეს. ვაქცინის მეშვეობით ნანო ჩიპის შეყვანის მტკიცება საფუძველს მოკლებულია და მისი დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.

გარდა ამისა, 5G სატელიტებს კორონავირუსის გავრცელებასთან არანაირი კავშირი არ აქვთ, მით უმეტეს, მისი საშუალებით ადამიანების მართვასთან. 

5G უსადენო ქსელების ტექნოლოგია არის. ისევე როგორც უსადენო ქსელების წინა თაობის ტექნოლოგიების - 4G, 3G და 2G - შემთხვევაში, 5G-ც რადიოტალღების მეშვეობით ვრცელდება. რადიოტალღებს სატელევიზიო და რადიო გადამცემებიც იყენებენ. რადიოტალღები ფართო ელექტრომაგნიტური სპექტრის ტალღების პატარა ნაწილია. ყველა მათგანი ელექტრომაგნიტურ რადიაციას გამოსცემს. თუმცა რადიოტალღები სპექტრის ბოლო ნაწილს შეადგენს და სხვა სახის ტალღებთან შედარებით დაბალი სიხშირე აქვთ. რადიოტალღები მხოლოდ არაიონიზებად რადიაციას გამოსცემენ, რაც ნიშნავს, რომ მათ უჯრედების შიგნით დნმ-ის დაზიანება არ შეუძლიათ.

შესაბამისად, მტკიცება, რომ არაჩიპირებული ადამიანების ეთნიკური წმენდა განხორციელდება ან ჩიპირებული ადამიანების მართვა დისტანციური მართვის მოწყობილობით მოხდება, კონსპირაციული თეორიაა. 

„ფაქტ-მეტრი“ 5G სატელიტებთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე აქამდეც წერდა. 

მტკიცება 3: 5G რადიაცია ცუდად მოქმედებს შობადობაზე; 5G დასხივება მწერებისა და ფრინველების სიკვდილს იწვევს. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ 5G უსადენო ტექნოლოგიაა და ის ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს. „მრავალი კვლევის შემდგომ, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უკაბელო ტექნოლოგიასა და მის  ჯანმრთელობაზე რაიმე ტიპის ზემოწმედებაზე, არ დადგენილა“.  

რაც შეეხება 5G რადიაციისა და ფრინველთა სიკვდილს შორის კავშირს, დეზინფორმაცია ამ მიმართულებით დიდი ხანია ვრცელდება. ის, სავარაუდოდ, იტალიასა და ნიდერლანდებში მომხდარ ფაქტებს  5G სატელიტებთან აკავშირებს. აღსანიშნავია, რომ იტალიაში, APnews-ის მიხედვით, ფრინველთა სიკვდილი შტორმმა გამოიწვია. ხოლო ნიდერლანდებში - ფრინველთა სიკვდილის მიზეზად, მათ მიერ მიღებული საკვები სახელდება. შესაბამისად, აღნიშნულ ქვეყნებში 5G ინტერნეტს ფრინველთა მასობრივ სიკვდილთან კავშირი არ ჰქონია. 

------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ანა მირაქოვა
ანა მირაქოვა

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა