• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: დეპოპულაცია ბილ გეითსის ვაქცინით

დეზინფორმაცია: დეპოპულაცია ბილ გეითსის ვაქცინით

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

19/11/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

16 ნოემბერს Facebook-მომხმარებელმა გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც ბილ გეითსი იძულებითი ვაქცინაციით მსოფლიო მოსახლეობის შემცირებას ისახავს მიზნად. პოსტი სოციალურ ქსელში მომხმარებლების პირად Facebook-გვერდებზე და ასევე საჯარო Facebook-ჯგუფში - ომის ვეტერანები, მალევე გავრცელდა. მასალაში ფოტოს სახით გაზეთ „The Sovereign Independet“ 2011 წლის ივნისის გამოცემის პირველი გვერდია წარმოდგენილი, სადაც ბილ გეითსის განცხადებაა მოყვანილი: „დღეს მსოფლიო მოსახლეობა შეადგენს 6.8 მილიარდს. ეს რაოდენობა მოიმატებს 9 მილიარდამდე. თუ ჩვენ გავაძლიერებთ მუშაობას ახალი ვაქცინების შემუშავებისა და რეპროდუქციული ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესების კუთხით, ჩვენ მოსახლეობის ზრდას 10-15 პროცენტით შევამცირებთ“. სოციალურ ქსელში გავრცელებული მასალა ბილ გეითსის სიტყვების არასწორ ინტერპრეტაციას გვთავაზობს, მომხმარებლის მიერ თანდართული აღწერა - „დეპოპულაცია-იძულებითი ვაქცინაციით“ - შეთქმულების თეორიის ნაწილია.

გაზეთის „The Sovereign Independet“-ის გარეკანზე მითითებული ოფიციალური ვებგვერდი რეალურად არ არსებობს. თუმცა მოცემული გამოცემის ელექტრონული ვერსია არაოფიციალურ ვებგვერდებზეა ხელმწისაწვდომი. გაზეთი შეთქმულების თეორიებისა და უმეტეს შემთხვევაში დეზინფორმაციის შემცველი სტატიებისგან შედგება. ბილ გეითსის განცხადებაც კონტექსტის არასწორი ინტერპრეტაციითაა გაშუქებული.

გარეკანზე არსებული წარწერა „The Zero Carbon Solution!“ - გულისხმობს ბილ გეითსის გეგმას ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის ნულოვან დონემდე დაყვანასთან დაკავშირებით. ამ გეგმაზე გეითსმა 2011 წლის თებერვალში TED კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა. მან 30 წუთიანი სიტყვით გამოსვლის შესავალ ნაწილში განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინების გამოგონება და მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთი ღარიბი მოსახლეობისთვის როგორიც აფრიკაშია, აღნიშნული ჯგუფისთვის, კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებს არანაკლები მნიშვნელობა აქვს. მათთვის კლიმატის ცვლილება, შესაბამისი საკვები პროდუქტის გაქრობას და შიმშილით გამოწვეულ სიკვდილიანობას გულისხმობს.

ბილ გეითსი განმარტავს, თუ ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის დონეს სამყაროში რა ძირითადი ფაქტორები განსაზღვრავს. ეს ფაქტორებია: 1. დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობა; 2. იმ სხვადასხვა სახის მომსახურების ერთობლიობა, რაც თითოეულ ადამიანს სჭირდება საშუალოდ ცხოვრების მანძილზე; 3. ენერგიის რაოდენობა, რაც ამა თუ იმ სახის მომსახურების გაწევაზე იხარჯება და 4. ამ დახარჯულ ენერგიაში ნახშირორჟანგის შემცველობა. გეითსი მიიჩნევს, რომ ამ 4 ფაქტორის რაოდენობის ნელ-ნელა შემცირება საბოლოოდ დედამიწაზე ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის დონისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების შემსუბუქების წინაპირობა იქნება. სწორედ ამ კონტექსტიდან გამომდინარე, იგი შემდეგ სიტყვებს ამბობს: „დღეს მსოფლიო მოსახლეობა შეადგენს 6.8 მილიარდს. ეს რაოდენობა მოიმატებს 9 მილიარდამდე. თუ ჩვენ გავაძლიერებთ მუშაობას ახალი ვაქცინების შემუშავებისა და რეპროდუქციული ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესების კუთხით, ჩვენ მოსახლეობის ზრდას 10-15 პროცენტით შევამცირებთ“.

ამ განცხადებაში ბილ გეითსი გულისხმობს არა დეპოპულაციას, არამედ მოსახლეობის ზრდის ტემპის დარეგულირებას, რაც საჭირო ვაქცინების გამოგონებითა და გამართული ჯანდაცვის სისტემის შექმნით იქნება შესაძლებელი. როგორც ცნობილია, განვითარებად ქვეყნებში მრავალშვილიანობა დიდი რაოდენობის მუშახელის საჭიროებით და განუვითარებელი ჯანდაცვის პირობებითაც აიხსნება. იქიდან გამომდინარე, რომ განვითარებად ქვეყნებში არ აქვთ წვდომა გამართულ ჯანდაცვის სისტემაზე, ბავშვებში ხშირია ვაქცინის არ არსებობით გამოწვეული სიკვდილიანობა, რაც ოჯახებში მრავალშვილიანობასაც განაპირობებს. ბილ გეითსის თქმით კი ვაქცინების გამოგონება და მიწოდება მოწყვლადი ჯგუფებისთვის მეტი ბავშვის სიცოცხლეს გადაარჩენს, რაც მშობლებს ეკონომიკური და ჯანდაცვის გამოწვევების გამო, მრავალშვილიანობის აუცილებლობას აღარ შეუქმნის.

შესაბამისად, მტკიცება, რომ ბილ გეითსის მიზანი იძულებითი ვაქცინაციით მოსახლეობის შემცირებაა, ყალბი ამბავია. სინამდვილეში, გეითსი საჭირო ვაქცინების დროულად გამოგონების აუცილებლობას უსვამს ხაზს, რომელიც, თავის მხრივ, განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის ჭარბი ზრდის განმაპირობებელ მიზეზებს მოაგვარებს.

აღსანიშნავია, რომ „Microsoft-ის“ დამფუძნებელი ბილ გეითსი თავის მეუღლე მელინდა გეითსთან ერთად არაერთი საქველმოქმედო აქტივობის ავტორია. ბილ და მელინდა გეითსების ფონდის მიზანი, როგორც ახალი ვაქცინების განვითარების, ისე არსებულის გაუმჯობესების გზით, სხვადასხვა მძიმე ინფექციურ დაავადებასთან ეფექტური ბრძოლაა. ფონდი ასევე განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მოწყვლადი ქვეყნების ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.

ამერიკელი ბიზნესმენი ბილ გეითსი სხვა ფილანტროპების მსგავსად შეთქმულების თეორეტიკოსთა მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. აღნიშნულთან დაკავშირებით შეგიძლიათ, „ფაქტ-მეტრის“ სტატიები (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4) იხილოთ.

თეგები:
ბილ გეითსი
ნათია თურნავა
დამოუკიდებლობა
ლიზი სამნაშვილი
ლიზი სამნაშვილი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა