რეზიუმე:
23 ნოემბერს Facebook-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთში თავით დარტყმები იკრძალება.
ლინკზე გადასვლის შემდეგ სოციალური ქსელის მომხარებლებს გაეცნენ სიახლეს, სადაც უკვე წერია, რომ თავით დარტყმები მხოლოდ ვარჯიშებზე იკრძალება.
ანალიზი:
23 ნოემბერს, ბრიტანულ გამოცემა Sky Sports-ზე გამოქვეყნდა სიახლე, სადაც ნათქვამია, რომ ინგლისის პროფესიონალი ფეხბურთელების ასოციაცია (PFA) გეგმავს, რომ მოთამაშეებს მხოლოდ ვარჯიშებზე, თავით განკუთვნილი ვარჯიშები შეუმციროს და არა აუკრძალოს.
ასევე, სიახლეში მოცემულია ასოციაციის ხელმძღვანელის კომენტარიც: „მოქმედ მოთამაშეებთან შეხვედრა გვქონდა და ისინი ამ იდეის განხორციელებაში ჩვენს გვერდით დგანან. ცხადია, რომ ფეხბურთელები ვარჯიშებზე გაცილებით ხშირად თამაშობენ თავით, ვიდრე მატჩებში“, - ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი, საიმონ ბარკერი.
ასოციაციაში ამ საკითხის განხილვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც აღმოჩნდა, რომ ექს-ფეხბურთელებში დემენციის რიცხვმა იმატა.
ასევე, სხვა ცნობილი გამოცემებიც წერენ, რომ თავით თამაშის აკრძალვაზე საუბარი არ არის - საუბარი თავით თამაშის შემცირებაზეა და ისიც მხოლოდ ვარჯიშებზე.
სტატიის სათაური მკითხველს აფიქრებინებს, რომ გადაწყვეტილება თავით თამაშის აკრძალვის შესახებ უკვე მიღებულია. სინამდვილეში - საუბარია ვარჯიშებზე თავით თამაშის შემცირებაზე. შესაბამისად მკითხველი აღნიშნულ სათაურს შეცდომაში შეჰყავს.
დემენცია
დემენცია ტვინის დაავადება, რომლის დროსაც ადამიანებს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.
ის ყველაზე ხშირად ხანდაზმულ მოსახლეობაში გვხვდება და დღეს-დღეობით დედამიწაზე 50 მილიონამდე ადამიანს აქვს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად დემენციით 10 მილიონი ადამიანი ავადდება.
ის ხშირად გენეტიკურად გადაეცემა ადამიანს, თუმცა სხვადასხვა დროს თავის არეში მიღებული ტრავმებიც ხდება მიზეზი.
მაგალითად, ყოველ მე-5 მოკრივეს უვითარდება დემენციის სხვადასხვა ფორმა.
2 თვის წინ, ამ დაავადებით ინგლისელთა 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ნობი სტაილსი გარდაიცვალა. ასევე, მისი თანაგუნდელები იმავე ნაკრებიდან ჯეკ ჩარლტონი, მარტინ პეტერსი და რეი უილსონიც, გარდაცვალებამდე, დემენციით იყვნენ დაავადებულები.
------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.