ძირითადი ფუნქციები:
1. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების მონიტორინგი და აქტუალური საკითხების იდენტიფიცირება;
2. ეკონომიკურ თემატიკაზე ფაქტ-მეტრისა და საგაზეთო ტიპის სტატიების მომზადება;
3. კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო უწყებებთან საქმიანი კომუნიკაციის წარმოება, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, საჭიროების შემთხვევაში სატელეფონო ან პირისპირ ინტერვიუ;
4. საპარლამენტო სესიების, პოლიტიკური გადაცემების, მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და წინასწარ განსაზღვრულ საჯარო პირთა წრის განცხადებების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ეკონომიკური ან მომიჯნავე სპეციალობის მიმართულებით;
2. მედიაში და ანალიტიკურ ორგანიზაციაში მუშაობის სურვილი
3. ინტერესი და ცოდნა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ;
4. Fact-Checking-ის მიმართ ინტერესი და მოტივაცია;
5. ინგლისური ენის ცოდნა (სამუშაო დონეზე, აკადემიური წერის უნარი);
6. კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
1. მაღალი ანალიტიკური აზროვნებისა და აკადემიური წერის უნარი;
2. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
3. მაღალი შრომის დისციპლინა;
4. შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.
5. რუტინული სამუშაოს ეფექტურად შესრულების უნარი;
6. დეტალებზე ორიენტირებულობა.
შრომის ანაზღაურება: სტაჟირების დროს ჰონორარი სტატიების რაოდენობის მიხედვით.
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტაჟიორი შემოუერთდება ფაქტ-მეტრის გუნდს.
შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
მოგვაწოდეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე [email protected] გთხოვთ, CV-ის გამოგზავნისას "Subject" ველში მიუთითოთ „სტაჟირება ეკონომიკური მიმართულებით“.
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 11 დეკემბერი