სოციალურ ქსელში ნიკა მაჭუტაძის სახელით გაყალბებული Facebook პოსტის ფოტო ვრცელდება.

აღნიშნული ფოტო გაავრცელეს Facebook გვერდებმა „რეჟიმი გვიყურებს“, „ლიდერი 41“.

ფოტოს სიყალბის მანიშნებელია, რომ ნიკა მაჭუტაძის პოსტის გამოქვეყნებისა და ნიკა გვარამიას კომენტარის განთავსების დროებს შორის აცდენაა.

იხ. ფოტოზე პოსტის განთავსების დრო „ახლა“ და ნიკა გვარამიას კომენტარის განთავსების დრო „1 წუთის წინ“

ნიკა გვარამია კომენტარს ვერ დაწერდა იქამდე, სანამ ნიკა მაჭუტაძე პოსტს გამოაქვეყნებდა.

თუ სოციალურ ქსელებში შეგხვდებათ ყალბი ამბავი ან ფიქრობთ, რომ პოსტი/ვიდეო/სურათი შეიძლება დეზინფორმაციის ნიშნებს ატარებდეს, მოგვწერეთ „ფაქტ-მეტრის“ ოფიციალურ Facebook გვერდზე. თქვენი ჩართულობა ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

თეგები: