ანალიზი:
2020 წლის 5 ნოემბერს, Facebook-გვერდმა „ქართული ერთობა“ პოსტი გამოაქვეყნა შემდეგი აღწერით: „ყველას მოგესალმებით, სასიხარულო ამბებს მოგიტანთ. დაწერეთ დაბადების თარიღი და მოიგეთ ფული დაბადების თარიღის საფუძველზე. აუცილებლად დაალაიქეთ ჩვენი გვერდი. მსურს დავეხმარო ადამიანებს, რომლებსაც კორონა ვირუსი აქვთ. ეს არის ჩემი ოფიციალური გადაწყვეტილება (არა თაღლითობა)..“. პოსტს თან ბიძინა ივანიშვილის ფოტო ახლავს.
პოსტზე თანდართული ბიძინა ივანიშვილის ფოტო მკითხველს ისეთ შთაბეჭდილებას უქმნის, თითქოს პოსტში გავრცელებული ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაა. სინამდვილეში, ეს კონკურსი ყალბია და ბიძინა ივანიშვილს მსგავს კონკურსთან დაკავშირებით რაიმე სახის განცხადება არ გაუკეთებია. „ქართული ერთობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ინტერნეტ და მედია სივრცეში არ იძებნება.
„ქართული ერთობა“ 2020 წლის 5 ნოემბერს შექმნილი გვერდია. ამ Facebook- ანგარიშზე მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ფოტოებია განთავსებული.
თუ სოციალურ ქსელებში შეგხვდებათ ყალბი ამბავი ან ფიქრობთ, რომ პოსტი/ვიდეო/სურათი შეიძლება დეზინფორმაციის ნიშნებს ატარებდეს, მოგვწერეთ „ფაქტ-მეტრის“ ოფიციალურ Facebook გვერდზე. თქვენი ჩართულობა ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანია.