დეზინფორმაცია: ზუგდიდში, ბანკის შენობაში მყოფი მძევლები „ტერორ-სპექტაკლის“ მონაწილეები არიან

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი Facebook-ზე შეთქმულების თეორიას ავრცელებს. მისი თქმით, ზუგდიდში, ბანკის შენობაში მძევლად აყვანილი ადამიანები ოპოზიციის მიერ „წინასაარჩევნოდ მოწყობილი ტერორ-სპექტაკლის“ მონაწილეები არიან.

იხ. ბონდო მძინარაშვილის Facebook-პოსტი:




დღეს, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. თავდამსხმელმა ბანკში მძევლები აიყვანა და გამოსასყიდის სახით 500 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა. საკითხთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა. საბანაძის განცხადებით: „ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები“. „საქართველოს ბანკის“ მიმდებარედ კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯავშანტექნიკა მთელი დღის განმავლობაში იყო მობილიზებული. ამასთან, თავდამსხმელის ვინაობა ან მისი კავშირი მძევლებთან, ამ ეტაპზე, ცნობილი არაა. შესაბამისად, ბონდო მძინარაშვილის მტკიცებას, რომ მძევლები ოპოზიციის მიერ „წინასაარჩევნოდ მოწყობილ ტერორ-სპექტაკლში“ შეგნებულად მონაწილეობენ, ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია და შეთქმულების თეორიას წარმოადგენს.

თეგები: