საქართველოს მთავრობამ საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ ინფორმაცია 2020 წლის 20 მარტს გაავრცელა. გადაწყდა, რომ 21 მარტიდან, ყველა მოქალაქე, რომელიც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთდა, აუცილებლად გაივლიდა კარანტინს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 5 000-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება. „ფაქტ-მეტრმა" გადაწყვიტა, გაგაცნოთ, რამდენს ხარჯავს სახელმწიფო საკარანტინო ზონების მოსაწყობად და რომელ კომპანიებთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულებები - მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ მიერ შესწავლილი ყველა მომსახურება შესყიდულია გამარტივებული წესით, ტენდერების გამოცხადების გარეშე.
ჩვენი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, მიმდინარე წლის 19 მარტიდან 1 მაისის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეების საკარანტინო ზონებში განთავსების მიზნით, გაფორმებული აქვს ასზე მეტი ხელშეკრულება, რომელთა ჯამური ღირებულება 26 432 000 ლარს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ სასტუმროები სრულად დაიტვირთება, საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 656 580 ლარი მხოლოდ თბილისში მდებარე სასტუმროების მომსახურებისთვის წარიმართება.
ცხრილი 1. სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის მიერ თბილისში მდებარე სასტუმროების მფლობელ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება, სასტუმროების და ოთახების რაოდენობის მითითებით
მიმწოდებელი |
სასტუმრო |
ხელშეკრულების რაოდენობა |
ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ოთახების რაოდენობა (ჯამურად) |
ერთი ოთახის ღირებულება კვებით |
სახელშეკრულებო ღირებულება (ჯამურად), ლ |
შესრულება მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად (ჯამურად), ლ |
შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია“ |
„შერატონი“ |
2 |
400 |
- |
მხოლოდ სადეზინფექციო მომსახურება 31 600 |
- |
შპს „ჯორჯია 444“ |
„სასტუმრო 444“ |
2 |
30 |
59 |
45 495 |
18 583 |
შპს „მაქრო ტურიზმი“ |
„იბის სთაილზ“ |
1 |
100 |
|
უსასყიდლოდ, მხოლოდ სადეზინფექციო მომსაახურება 3 004 |
870 |
შპს „ჯორჯიან ჰოსპიტალიტი მენეჯმენტ გრუპ“ |
Ramada Encore Tbilisi |
1 |
132 |
59 |
471 360 |
51 039 |
სს „ფანდ ინვესთმენთ“ |
„ჰუალინგ დორმ“ |
1 |
91 |
41,30 (კვების გარეშე) |
230 896 |
20 754 |
შპს „დი ენ დი ჯგუფი“ |
„გრაფიკა“ |
1 |
22 |
59 |
78 411 |
23 219 |
ი/მ გივი მიქელაძე |
„დკდ ბრიჯი“ |
1 |
42 |
69 |
150 120 |
45 788 |
შპს „ჯი-ემ-თი“ |
„მოქსი თბილისი“ |
1 |
130 |
- |
უსასყიდლოდ |
- |
შპს „ჰოსტელ კრუიზი“ |
„კრუიზი“ |
1 |
60 |
80 |
290 160 |
90 094 |
შპს „ატლას მენეჯმენტ გრუპ“ |
„ლაერტონი“ |
1 |
55 |
59 |
197 563 |
80 913 |
შპს „რენესანს კონსტრაქშენ“ |
„როიალ ინნ“ |
1 |
21 |
70 |
88740 |
42 212 |
ი/მ რობერტ ოვანესიანი |
„Cron Palace” |
1 |
59 |
80 |
285 504 |
9 079 |
შპს „აჭარა ჯგუფი“ |
„Holiday Inn” |
1 |
186 |
59 |
670 320 |
262 255 |
შპს „ბაადრაან ნეთვორქ მარკეტინგ“ |
„პატრიოტი“ |
1 |
54 |
100 |
229 556 |
169 949 |
შპს „ფორტუნატ იფ ჰოტელს“ |
„ფორტუნა პალასი“ |
1 |
116 |
150 |
978 773 |
554 695 |
შპს „სასტუმრო ივერია ინნ“ |
„ივერია ინნ“ |
1 |
197 |
140 |
1488 640 |
856 597 |
შპს „მიტინვესტი“ |
GTM PLAZA |
1 |
44 |
55 $ |
468 686 |
287 657 |
ი/მ ვასილ ბოლაშვილი |
„თბილისური თაუერი“, „თეთრი სახლი“ |
2 |
116 |
170 |
926 524 |
461 223 |
150 |
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
როგორც ვხედავთ, სახელწიფოს შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიასთან“ - ორი, ხოლო შპს „მაქრო ტურიზმთან“ ერთი ხელშეკრულება გაფორმებული აქვს უსასყიდლო მომსახურებაზე, მხოლოდ სადეზინფექციო ხარჯის გათვალისწინებით. რაც შეეხება ოთახების საერთო რაოდენობას, ყველა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მონაცემით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მხოლოდ თბილისში, საკარანტინო სივრცისთვის 1 855 ოთახი გაითვალისწინა. მოცემული პერიოდისთვის, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია, ჯამში, 3 141 927 ლარის ღირებულების მომსახურებაზე.
საკარანტინო ზონების სიმრავლით გამოირჩევა აჭარაც, სადაც 27 ხელშეკრულებაა გაფორმებული და მათი ჯამური ღირებულება 5 275 128 ლარს შეადგენს. აქედან მიღება-ჩაბარების აქტი უკვე გაფორმებულია 2 511 384 ლარზე.
ცხრილი 2. სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის მიერ აჭარის ა/რ ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროების მფლობელ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება, სასტუმროების და ოთახების რაოდენობის მითითებით
მიმწოდებელი |
სასტუმრო |
ხელშეკრულების რაოდენობა |
ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ოთახების რაოდენობა (ჯამურად) |
ერთი ოთახის ღირებულება კვებით |
სახელშეკრულებო ღირებულება (ჯამურად), ლ |
შესრულება მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად (ჯამურად), ლ |
შპს „ზევსი“ |
„იბერია“ |
1 |
68 |
60 |
22 680 |
22 680 |
შპს „ა. დ. ტაკიძე და პროგრესი 2“ |
„პროგრესი ბათუმი“ |
1 |
33 |
60 |
12 480 |
12 480 |
შპს „ერა პალასი“ |
„ერა პალასი“ |
1 |
55 |
60 |
9 900 |
9 832 |
სს „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმი“ |
„ინტურისტი“ |
4 |
719 |
70 |
1958 250 |
262 550 |
„ინტურისტი“ |
70 |
|||||
„ეიფორია“ |
100 |
|||||
„ლეჯენდ ბიზნესი“ |
100 |
|||||
შპს „სითი ჰოტელი“ |
„სითი ჰოტელ“ |
1 |
100 |
100 |
404 800 |
94 400 |
შპს „ჩაო“ |
„ჩაო“ |
1 |
25 |
60 |
4 845 |
4 830 |
შპს „თემო“ |
„თემო“ |
1 |
47 |
60 |
36 195 |
36 195 |
შპს „ჯონ ინტერნეიშენალ“ |
„მარია“ |
1 |
17 |
90 |
24 760 |
24 760 |
შპს „ძმობა“ |
„ლეგასი“ |
1 |
62 |
60 |
27 930 |
27 930 |
შპს „MARINA COLISEUM” |
“კოლიზეუმი“ |
2 |
140 |
135 |
167 300 |
88 545 |
შპს „მარი ჯგუფი“ |
„სანაპირო“ |
2 |
112 |
125 |
169 590 |
83 260 |
შპს „დდ ჰოლდინგი“ |
„ბლუმი“ |
1 |
27 |
80 |
19 200 |
19 200 |
შპს „მერსინ ტურიზმი“ |
WELMOND |
1 |
188 |
80 |
108 880 |
108 880 |
შპს „გლორია“ |
„გლორია“ |
2 |
322 |
90 |
234 080 |
227 480 |
შპს „აქთივ ბათუმი“ |
Wyndham Batumi |
1 |
140 |
60 |
104 800 |
104 800 |
შპს “ფორჯიეთ ფროფერთის ჯორჯია“ |
„ადმირალი“ |
1 |
38 |
80 |
185 400 |
43 162 |
შპს „ჰულუსი“ |
„ჰულუსი“ |
1 |
55 |
165 |
506 900 |
278 722 |
შპს „დელტა ჯორჯია“ |
„სპუტნიკი“ |
1 |
152 |
141,50 |
1167 245 |
799 489 |
შპს „ქარაფი“ |
„კასტელო მარე“ |
1 |
65 |
80 |
44 000 |
43 940 |
შპს „დაელანი“ |
„დაელანი“ |
1 |
27 |
106,30 |
86 553 |
74 062 |
ი/მ თეიმურაზ ვაჩნაძე |
„ვე ლუქსი“ |
1 |
29 |
60 |
24 200 |
24 200 |
შპს „გენაცვალე 2012“ |
„გრანდ ჯორჯიან პალასი“ |
2 |
154 |
80 |
98 560 |
96 107 |
სს „ქობულეთის საკურორტო პოლიკნინიკა |
„სოლიდარობა“ |
1 |
50 |
60 |
23 880 |
23 880 |
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
შენიშვნა: ყველა სახელშეკრულებო ღირებულება მოიცავს სადეზინფექციო მომსახურებას.
აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს, აპრილის დასაწყისიდან დღემდე (2020 წლის 6 მაისის მდგომარეობით), მოქალაქეების საკარანტინო ზონებით უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმებული აქვს 4 385 200 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები. მომსახურების ვადა მაისის ბოლომდე გრძელდება. სამწუხაროდ, ძნელია ზუსტი მონაცემების მოპოვება იმისშესახებ, თუ რომელი საკარანტინო ზონა რამდენ მოქალაქეს მოემსახურა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიებს ეკრძალებათ შემსყიდველთან შეუთანხმებლად რაიმე ტიპის ინფორმაციის (სტუმრების იზოლაცია, საკარანტინო პირობები, კვება, განთავსება და სხვა) გაცემა. ოფიციალურად ცნობილია მხოლოდ კარანტინის რეჟიმში მყოფი მოქალაქეების ჯამური რაოდენობა და ის მუდმივად ცვალებადია. მართალია, უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების შემოდინება შემცირდა, მაგრამ საკარანტინო ზონაში ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი ადამიანები გადაჰყავთ. ასევე, კარანტინს ათეულობით მოქალაქე ტოვებს. ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) შემთხვევის დაფიქსიებიდან დღემდე, მოქალაქეების კარანტინით უზრუნველყოფის მოტივით, სახელმწიფომ ხელშეკრულებები, ეტაპობრივად, 8 000-მდე სასტუმრო ნომრის მომსახურების შესყიდვაზე გააფორმა.
სულ აჭარის ა/რ ტერიტორიაზე, კარანტინში მყოფი მოქალაქეებისთვის მთავრობამ 25 სასტუმროს 2 625 ოთახი უზრუნველყო. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ადმინისტრაციამ ოთხი ხელშეკრულება შპს „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმთან“ გააფორმა. ამ ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 1 958 250 ლარს შეადგენს.
არაერთი ხელშეკრულება გაფორმებულია კომპანიებთან, რომლებიც სასტუმროებს ფლობენ ანაკლიაში, კახეთის რეგიონში, ყაზბეგში, მარნეულში, წყალტუბოში, რუსთავში.
ცხრილი 3. სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის მიერ სხვადასხვა ტერიტორიაზე (თბილისისა და აჭარის გარდა) მდებარე სასტუმროების მფლობელ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება, სასტუმროების და ოთახების რაოდენობის მითითებით
მიმწოდებელი |
სასტუმრო |
მდებარეობა |
ხელშეკრულების რაოდენობა |
ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ოთახების რაოდენობა (ჯამურად) |
ერთი ოთახის ღირებულება კვებით |
სახელშეკრულებო ღირებულება (ჯამურად), ლ |
შესრულება მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად (ჯამურად), ლ |
შპს „მიკადო ჯორჯია“ |
„აუტოპაპა“ |
რუსთავი |
1 |
64 |
80 |
308 261 |
108 092 |
შპს „გრანდ ვეჯინი“ |
„გრანდ ვეჯინი“ |
რუსთავი |
1 |
57 |
110 |
351 000 |
187 915 |
შპს „ბიზნეს ცენტრი სასტუმრო რუსთავი“ |
„ბიზნეს ცენტრი რუსთავი“ |
რუსთავი |
1 |
95 |
115 |
592 470 |
366 261 |
შპს „რიო 2012“ |
„გრანდ პალასი“ |
ახალციხე |
1 |
72 |
70 |
306 600 |
101 856 |
შპს „კურორტი საირმე“ |
Best western Sairme და Sairme Resort |
საირმე |
1 |
210 |
170 |
2087 362 |
1327 370 |
სს „საქართველოს სასტუმროები და სპა“ |
„წყალტუბო სპა რეზორტი“ |
წყალტუბო |
2 |
240 |
50 |
1544 942 |
1300 000 |
შპს „ედელვაისი 2007“ |
„პრომეთე წყალტუბო“ |
წყალტუბო |
1 |
49 |
59 |
175 860 |
23 880 |
შპს „წყალტუბო პლაზა“ |
„წყალტუბო პლაზა“ |
წყალტუბო |
1 |
75 |
150 |
610 980 |
356 013 |
შპს“ჩემოდანი გრუპ“ |
„ჩემოდანი“ |
ყაზბეგი |
1 |
10 |
59 |
17 975 |
6 603 |
შპს „ატო“ |
„ყაზბეგი“ |
ყაზბეგი |
1 |
10 |
50 |
15 285 |
3 639 |
ი/მ ქეთევან სუჯაშვილი |
„ქეთინოს სახლი“ |
ყაზბეგი |
1 |
9 |
59 |
16 135 |
3 937 |
შპს „დონატა“ |
„დონატა“ |
ყაზბეგი |
1 |
22 |
80 |
106 600 |
50 189 |
შპს „ჯორჯიან ჰოსპიტალიტი მენეჯმენტ გრუპ გუდაური“ |
„გუდაური ლოჯი“ |
ყაზბეგი |
1 |
30 |
59 |
323 688 |
93 450 |
შპს Freerider |
„ფრირაიდერ“ |
ყაზბეგი |
1 |
30 |
59 |
107 400 |
51 990 |
შპს „ჰასკი“ |
Best Western Gudauri |
ყაზბეგი |
1 |
63 |
80 |
271 215 |
169 950 |
შპს „გუდაური ინნ“ |
„გუდაური ინნ“ |
ყაზბეგი |
1 |
92 |
140 |
700 620 |
428 119 |
შპს „გუდაური სქი რესორტ“ |
„ალპინა“ |
ყაზბეგი |
1 |
64 |
165 |
561 920 |
342 785 |
შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ |
„ახაშენი ღვინის კურორტი“ |
კახეთი |
2 |
81 |
74,50 |
185 670 |
106 585 |
შპს „ამბასადორი კაჭრეთი“ |
„ამბასადორი კაჭრეთი“ |
კახეთი |
2 |
310 |
- |
უსასყიდლოდ (მხოლოდ დეზინფექცია) |
5 142 |
შპს „ყვარელი პალასი“ |
„ყვარლის ტბა“ |
კახეთი |
1 |
61 |
59 |
224 440 |
49 776 |
შპს „ყვარლის ედემი“ |
„ყვარლის ედემი“ |
კახეთი |
1 |
46 |
100 |
277 300 |
120 683 |
შპს „ელეგი“ |
„ალაზნის ველი“ |
კახეთი |
1 |
45 |
80 |
194 153 |
72 754 |
შპს „ბუნებრივი აირი“ |
„ძველი თელავი“ |
კახეთი |
1 |
35 |
80 |
169 500 |
38 100 |
შპს „ტყუპების საღვინე სახლი“ |
„ტყუპების საღვინე სახლი“ |
კახეთი |
1 |
22 |
80 |
106 169 |
58 176 |
შპს „ლოპოტა“ |
„ლოპოტა“ |
კახეთი |
2 |
372 |
120 |
1348 200 |
744 006 |
შპს „წინანდლის კურორტი“ |
„პარკ ჰოტელი“ |
კახეთი |
1 |
69 |
148 |
553 292 |
272 719 |
შპს „შატო მერე“ |
„შატო მერე“ |
კახეთი |
1 |
39 |
145 |
240 000 |
113 154 |
შპს „ვილლა იყალთო ჰო-რე-კა“ |
„სავანეთი“ |
კახეთი |
1 |
48 |
157 |
325 203 |
124 525 |
შპს „ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ-HMG” |
„კრისტალი“ |
ბაკურიანი |
2 |
214 |
74,50 |
485 290 |
- |
შპს „ნოელ გრანდი“ |
„ნოელ გრანდი“ |
ბაკურიანი |
1 |
55 |
80 |
268 500 |
- |
შპს „ბმ პლაზა“ |
„ბმ პლაზა“ |
ბაკურიანი |
1 |
40 |
80 |
194 300 |
86 684 |
შპს „ბაკურიანი ინნ“ |
„ბაკურიანი ინნ“ |
ბაკურიანი |
1 |
154 |
80 |
675 740 |
393 973 |
შპს “ვილა პალასი“ |
„ვილა პალასი“ |
ბაკურიანი |
1 |
61 |
80 |
294 369 |
24 080 |
შპს „სასტუმრო ანაკლია“ |
„ანაკლია“ |
ანაკლია |
3 |
123 |
65 |
174 969 |
69 276 |
შპს „NEXT LEAGUE PVT” |
„პრატაპი“ |
ანაკლია |
1 |
56 |
80 |
270 900 |
98 256 |
შპს „ლაზი“ |
„პალმ ბიჩი“ |
ანაკლია |
3 |
43 |
80 |
180 207 |
102 248 |
ი/მ ზეინაბ ახუნდოვა |
„გოლდი“ |
მარნეული |
1 |
11 |
59 |
39 323 |
6 377 |
ი/მ გულჩიჩაკ კურბანოვა |
„სთარი“ |
მარნეული |
1 |
17 |
59 |
60 540 |
- |
ი/მ მარზია მამედოვა |
„გოლდი“ |
მარნეული |
1 |
6 |
59 |
21 440 |
- |
ი/მ ალი ახმედოვი |
„კავკაზი“ |
მარნეული |
1 |
31 |
60 |
112 600 |
48 152 |
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
შენიშვნა: ყველა სახელშეკრულებო ღირებულება მოიცავს სადეზინფექციო მომსახურებას.
თბილისში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებული სასტუმროების გარდა, ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფომ კიდევ 14 500 420 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა. ეს ნიშნავს, რომ მთლიანობაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 26 მილიონს აღემატება, ხოლო ამ ეტაპისთვის მიღება-ჩაბარების აქტი, ყველა მიმწოდებლის ჩათვლით, გაფორმებულია 13 მლნ ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შესყიდვაზე.
მთლიანად, ქვეყნის მასშტაბით, ტურიზმის ადმინისტრაციამ 85 საკარანტინო სივრცე უზრუნველყო. აქედან თბილისში - 18, ბათუმში - 20, ქობულეთში - 3, გონიოში - 2, ციხისძირში - 1, რუსთავში - 3, ახალციხეში - 1, საირმეში - 2, წყალტუბოში - 3, ყაზბეგში (სტეფანწმინდა, გუდაური) – 9, კახეთში (თელავი, კაჭრეთი, გურჯაანი) – 11, ბაკურიანში - 5, ანაკლიაში - 3 და მარნეულში - 4.
გარდა ამისა, აჭარის ა/რ მასშტაბით საკარანტინო ზონებითებით მომსახურება, ასევე გამარტივებული წესით, აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმაც შეისყიდა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია განთავსების, კვებისა და დეზინფექციის ხარჯი. მომსახურების ვადა მიმდინარე წლის 20 მაისის ბოლომდეა. დაფინანსების წყაროს, ამ შემთხვევაში, აჭარის ა/რ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი წარმოადგენს, რომელშიც უკვე ცვლილებები შევიდა და 7 მლნ ლარზე მეტი ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ასიგნებებს დაემატა. ეს თანხას უწყებამ, ძირითადად, საკარანტინო ზონების ორგანიზებისთვის უნდა გამოიყენოს.
აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ხელშეკრულებები, ამ ეტაპისთვის, გაფორმებული აქვს იმავე კომპანიებთან, რომლებიც საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის კონტრაქტორები არიან.
ცხრილი 4. აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ აჭარის ა/რ ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროების მფლობელ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება
მიმწოდებელი |
სასტუმრო |
სახელშეკრულებო ღირებულება (ჯამურად), ლ |
შესრულება მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად (ჯამურად), ლ |
შპს „ზევსი“ |
„იბერია“ |
167 100 |
60 041 |
შპს „ა. დ. ტაკიძე და პროგრესი 2“ |
„პროგრესი ბათუმი“ |
81 700 |
26 797 |
შპს „ერა პალასი“ |
„ერა პალასი“ |
137 500 |
- |
სს „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმი“ |
„ინტურისტი“ |
428 000 |
- |
შპს „შპს „გილმი“ |
„ოლდ გრანდი“ |
90 000 |
16 800 |
შპს „ჩაო“ |
„ჩაო“ |
61 700 |
23 891 |
შპს „თემო“ |
„თემო“ |
111 300 |
25 200 |
126 850 |
- |
||
შპს „ჯონ ინტერნეიშენალ“ |
„მარია“ |
75 450 |
46 020 |
შპს „ძმობა“ |
„ლეგასი“ |
153 200 |
54 450 |
შპს „MARINA COLISEUM” |
“კოლიზეუმი“ |
294 000 |
103 445 |
შპს „მარი ჯგუფი“ |
„სანაპირო“ |
228 200 |
79 800 |
შპს „დდ ჰოლდინგი“ |
„ბლუმი“ |
66 100 |
25 000 |
შპს „მერსინ ტურიზმი“ |
WELMOND |
610 720 |
131 600 |
შპს „გლორია“ |
„გრანდ გლორია“ |
599 600 |
- |
შპს „აქთივ ბათუმი“ |
Wyndham Batumi |
351 000 |
88 200 |
შპს „ქარაფი“ |
„კასტელო მარე“ |
215 200 |
54 600 |
ი/მ თეიმურაზ ვაჩნაძე |
„ვე ლუქსი“ |
70 860 |
13 789 |
74 340 |
- |
||
შპს „გენაცვალე 2012“ |
„გრანდ ჯორჯიან პალასი“ |
251 570 |
- |
სს „ქობულეთის საკურორტო პოლიკნინიკა |
„სოლიდარობა“ |
122 000 |
39 241 |
შპს „დელანი“ |
„დელანი“ |
68 850 |
- |
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
შენიშვნა: ყველა სახელშეკრულებო ღირებულება მოიცავს სადეზინფექციო მომსახურებას.
აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს, აპრილის დასაწყისიდან დღემდე (2020 წლის 6 მაისის მდგომარეობით), მოქალაქეების საკარანტინო ზონებით უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმებული აქვს 4 385 200 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები. მომსახურების ვადა მაისის ბოლომდე გრძელდება. სამწუხაროდ, ძნელია ზუსტი მონაცემების მოპოვება იმისშესახებ, თუ რომელი საკარანტინო ზონა რამდენ მოქალაქეს მოემსახურა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიებს ეკრძალებათ შემსყიდველთან შეუთანხმებლად რაიმე ტიპის ინფორმაციის (სტუმრების იზოლაცია, საკარანტინო პირობები, კვება, განთავსება და სხვა) გაცემა. ოფიციალურად ცნობილია მხოლოდ კარანტინის რეჟიმში მყოფი მოქალაქეების ჯამური რაოდენობა და ის მუდმივად ცვალებადია. მართალია, უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების შემოდინება შემცირდა, მაგრამ საკარანტინო ზონაში ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი ადამიანები გადაჰყავთ. ასევე, კარანტინს ათეულობით მოქალაქე ტოვებს. ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) შემთხვევის დაფიქსიებიდან დღემდე, მოქალაქეების კარანტინით უზრუნველყოფის მოტივით, სახელმწიფომ ხელშეკრულებები, ეტაპობრივად, 8 000-მდე სასტუმრო ნომრის მომსახურების შესყიდვაზე გააფორმა.