პროექტი „აჭარაში რეგიონული ლოჯისტიკური ცენტრის ფორმირება და ადგილობრივად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის ორგანიზაცია“ 2017 წლის ნოემბერში მომზადდა. მისი მიზანი ლოჯისტიკის ერთიანი სისტემის ორგანიზაციული ფორმირება იყო. აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებდა, რომ ლოჯისტიკური ცენტრები უზრუნველყოფდა ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის თანამედროვე ტექნოლოგიებით შეფუთვასა და რეალიზაციას.
ხუთი აგრომომსახურებისა და ერთი ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში დაიგეგმა. აჭარის ა/რ 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიხედვით, ქვეპროგრამის განსახორციელებლად 2017 წლის ხარჯი (ფაქტი) 1 917 800 ლარი იყო, ხოლო 2018 წელს ფაქტობრივმა ხარჯმა 639 500 ლარი შეადგინა. რაც შეეხება მიმდინარე წლის მაჩვენებელს, ქვეპროგრამისთვი 84 000 ლარია გათვალისწინებული. ა(ა)იპ „აგროპროექტების მართვის ცენტრის“ დაკვეთით მომზადებული ბიზნესგეგმის მიხედვით, პროექტის მთლიანი ღირებულება 2 804 340 ლარით განისაზღვრა.
აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ „ფაქტ-მეტრისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აგრომომსახურებისა და ლოჯისტიკური ცენტრების მშენებლობისთვის უკვე 1 214 346 ლარია დახარჯული.
გრაფიკი 1. ხუთი აგრომომსახურეისა და ერთი ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობაზე დახარჯული თანხის მოცულობა მუნიციპალიტეტების მიხედვით
მუნიციპალიტეტი |
დახარჯული თანხა, ლარი |
ქობულეთი |
175 665 |
ბათუმი (ხელვაჩაური) |
335 652 |
ქედა |
235 204 |
შუახევი |
79 137 |
წყარო: აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო
დანიშნულება |
რაოდენობა |
ღირებულება, ლარი |
პროდუქციის დამხარისხებელი და შემფუთავი ტექნოლოგიური ხაზი |
2 ერთეული |
151 866 |
ბოსტნეულის დამუშავების ხაზი |
3 ერთეული |
258 000 |
ექსტრუდორი |
2 ერთეული |
|
ხილის საშრობი კარადა |
5 ერთეული |
162 156 |
ოთხთვალა ურიკა სტელაჟებისთვის |
5 ერთეული |
4 649 |
უჟანგავი ქვაბი საშრობი კარადისთვის |
5 ერთეული |
4 944 |
მაცივარ-კამერა |
120 კვმ |
312 010 |
ელექტროტვირთამწე |
1 ერთეული |
45 902 |
ჰიდრავლიკური შტაბელერი და პნევმატური ურიკა |
4 ერთეული |
9 617 |
პალეტების შესაკრავი მასალა |
16 000 ერთეული |
10 990 |
ელექტროსასწორი |
6 ერთეული |
9 434 |
პროდუქციის ეტიკეტირება |
300000 ერთეული |
7 540 |
25 კგ ტევადობის პლასტმასის ყუთი |
3000 ერთეული |
19 420 |
12 კგ ტევადობის პლასტმასის ყუთი |
2000 ერთეული |
3 115 |
ქვეში (პადი) |
2000 ერთეული |
37 760 |
სატვირთო და მაცივარრეფრეჟერატორი |
7 ერთეული |
220 424 |
პოლისტიროლის თეფში |
150000 ერთეული |
8 850 |
წყარო: აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო
აჭარის ა/რ 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებულ პრიორიტეტებში „ადგილობრივად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის შესახებ წერია, რომ
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ „აგროპროექტების მართვის ცენტრი“, რომლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ფერმერების მიერ წარმოებული ნამატი პროდუქციის ფულად ქცევა და საოჯახო მეურნეობების შემოსავლების ზრდა. დოკუმენტის თანახმად, რეგიონის მთავრობამ სწორედ, ამ მოტივით გადაწყვიტა სრული ციკლის წარმოების განვითარების ხელშეწყობა, რაც წარმოებული პროდუქციის ტრანსპორტირებას, შეფუთვას, დასაწყობებას, შენახვასა და რეალიზაციას ერთიან სივრცეში მოაქცევდა.
დოკუმენტში, ასევე აღნიშნულია, რომ ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში აგრომომსახურებისა და ლოჯისტიკის ცენტრების მშენებლობა 2018 წელს დასრულდებოდა. თუმცა სამინისტროს მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის თანახმად, შუახევის მუნიციპალიტეტში აგრომომსახურების ცენტრის მშენებლობა ჯერაც დაუსრულებელია. უწყება განმარტავს, რომ ამის მიზეზი მიმწოდებლის მხრიდან სახელშეკრულებო პირობების დარღვევა გახდა, რის გამოც ხელშეკრულება შეუწყვიტა. მიუხედავად ამისა, 79 137 ლარი მაინც დაიხარჯა.
რაც შეეხება ხულოს, აგრომომსახურების ცენტრის მშენებლობა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 383 283 ლარია, არც იქ დასრულებულა.
ცენტრების მშენებლობასა და აღჭურვაზე დახარჯული თანხა, ჯამურად, 2 288 636 ლარს შეადგენს.
როგორც ვხედავთ, აგრომომსახურებისა და ლოჯისტიკის ცენტრების მშენებლობის დასრულება და მოწყობა ვერც 2019 წელს მოხერხდა. როგორც სამინისტროს წარმომადგენელმა გვითხრა, ჯერჯერობით არცერთი მათგანი არ ფუნქციონირებს.
აქედან გამომდინარე, უკვე ორი წელია, რაც სამინისტროს მიერ დახარჯულ თანხას შედეგი არ მოჰყოლია, მიუხედავად იმისა, რომ ფერმერებს ცენტრისგან სრული სერვისი 2018 წელს უნდა მიეღოთ: პროდუქციის ცენტრამდე ტრანსპორტირება, ერთიანი საინფორმაციო პროგრამული უზრუნველყოფა, მომსახურების მიმღების რეგისტრაცია, კოდის მინიჭება და სხვა.
პროექტის თანახმად, ლოგისტიკის ცენტრში სარეალიზაციოდ გამზადებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წლიური ბრუნვა უკვე 11 ათას ტონას უნდა აღემატებოდეს. მშრალ საწყობში შესაძლებელი უნდა იყოს 104 ტონა პროდუქციის განთავსება, ხოლო სულ ლოჯისტიკის ცენტრის სამაცივრე კამერებსა და მშრალ საწყობში ერთჯერადად - 158 ტონა პროდუქციის დასაწყობება; ლოჯისტიკის სისტემის გამართული ფუნქციონირების შემთხვევაში, სულ წლის განმავლობაში ლოჯისტიკის ცენტრის სასაწყობო მეურნეობაში
ტვირთბრუნვის მაჩვენებელი, საშუალოდ, 11534 ტონა უნდა იყოს.
როგორც ვხედავთ, პროექტის ამ ნაწილის განხორციელება ჯერაც მომავლის პერსპექტივაა, თუმცა უწყებამ მომსახურებისა და ლოჯისტიკის ცენტრების საშტატო განრიგი და ხელფასების ოდენობაც წინასწარ მაინც განსაზღვრა.
ცხრილი 3. მომსახურების ცენტრის საშტატო განრიგი პროექტის მიხედვით
თანამდებობა |
საშტატო ერთეული |
სახელფასო ფონდი |
|
თვე |
წელი |
||
აგრომომსახურების ცენტრი |
|||
ცენტრის მენეჯერი |
1 |
1 100 |
13 200 |
ტექნოლოგი |
1 |
1 000 |
12 000 |
ბუღალტერი |
1 |
600 |
7 200 |
მძღოლი |
1 |
500 |
6 000 |
მუშა |
2 |
1 000 |
12 000 |
ლოჯისტიკური ცენტრი |
|||
ცენტრის მმართველი |
1 |
1 500 |
18 000 |
დისტრიბუტორი |
2 |
2 000 |
24 000 |
ტექნოლოგი |
1 |
1 000 |
12 000 |
ბუღალტერი |
1 |
600 |
7 200 |
მძღოლი |
1 |
500 |
6 000 |
მუშა |
2 |
1 000 |
12 000 |
წყარო: აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო
უნდა აღინიშნოს, რომ აჭარის ა/რ 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში, „ადგილობრივად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამისთვის, რეგიონის მთავრობამ 433 000 ლარი გაითვალისწინა. შემდეგ ბიუჯეტი დაკორექტირდა და საბოლოოდ თანხა 84 000 ლარამდე შემცირდა.
ამ ეტაპზე აგრომომსახურებისა და ლოჯისტიკური ცენტრის მოვლა-პატრონობას აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“ ახორციელებს. სამინისტროს პასუხის თანახმად, რეგიონში ლოჯისტიკის სისტემის ორგანიზაციული ფორმირება 2020 წლის პირველ ნახევარში გახდება შესაძლებელი, მას შემდეგ, რაც შუახევში აგრომომსახურების ცენტრის მოწყობა დასრულდება.