ფაქტ-მეტრმა საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლობით ხარჯებს არაერთი სტატია მიუძღვნა. ამჯერად ჩვენი ყურადღება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ რესტორნებსა და კვების პროდუქტების შესყიდვაზე დახარჯულმა თანხამ მიიქცია. დაკვირვებამ აჩვენა, რომ 2018 წელს და 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში მხოლოდ სარესტორნო დანიშნულებით, უწყებამ 82 274 ლარი დახარჯა.

წელს საკონსტიტუციო სასამართლოს სარესტორნო მომსახურების მიზნით, 26 გამარტივებული შესყიდვა ჰქონდა, რომელთა ჯამური ღირებულება 16 743 ლარს შეადგენს. 2018 წელს კი ამ მიზნით უწყებამ ჯამში 65 536 ლარი დახარჯა. ეს თანხები გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ცხრილი 1. საკონსტიტუციო სასამართლოს სარესტორნო ხარჯები 2018 წელს და 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში

რესტორანი

2018 გადახდილი თანხა, ლ

2019 გადახდილი თანხა, ლ

ქარაფი

-

269

ტურინვესტი

-

1 231

გრინინვესტი

1 877

3 596

ჯტმ ქარხანა

629

969

აჭარული ღვინის სახლი

3 198

2 553

PIAZZA MANAGEMENT

346

1 696

რივიერა ბიჩი

-

2698

მამამია

-

585

საგა ფუდი

3 228

615

მეგრულ-ლაზური 2

7 177

1 691

ლიტერატურული ბათუმი

-

92

ლევილი

278

175

არგო მენეჯმენტი

-

354

პიანო

-

219

რუსლან ბიელოკრაინსკი

545

-

დონა

284

-

ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტ

22 405

-

კოსტავა

3 263

-

კაფე ვერდე

221

-

გუჯარი

9 804

-

კოპალა

971

-

ჯი-ემ-თი მთაწმინდა

9 343

-

აიღვინისსახლი

1 660

-

აჭარა +

307

-

წყარო:სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

როგორც ვხედავთ, საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის სარესტორნო ხარჯები მიმდინარე წლისას აღემატება და 65 536 ლარს შეადგენს. აქედან 46 060 ლარი დახარჯულია მხოლოდ სამ დღეში - ბალტიის და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის (BBCJ) მე-3 კონგრესთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ კონგრესს შარშან, 15-18 მაისს თბილისში უმასპინძლა. ამ სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს ბიუჯეტიდან, სხვა ღონისძიებების გათვალისწინებით 90 000 ლარი დაიხარჯა.

გრაფიკი 1. ბალტიის და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის (BBCJ) მე-3 კონგრესთან დაკავშირებული ღონისძიების და ხარჯები

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

რაც შეეხება რესტორნებს, საკონსტიტუციო სასამართლო უპირატესობას „გრინინვესტს“, „ჯტმ ქარხანას“, „მეგრულ-ლაზურ 2-ს“, „აჭარულ ღვინის სახლს“, „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტს“ ანიჭებს, რომელთა მომსახურებითაც, წლის განმავლობაში, 3-4-ჯერ ისარგებლა.

ფაქტ-მეტრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სატრანსპორტო საშუალებების ტექმომსახურებისა და საწვავის ხარჯებითაც დაინტერესდა.

როგორც ირკვევა, უწყებამ პირდაპირი შესყიდვით, 2018 წლის 31 დეკემბერს, „რომპეტროლ საქართველოსთან“ 20 000 ლიტრი საწვავის შესყიდვაზე 46 800-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. ამავე თარიღით, აღნიშნულ კომპანიასთან, 57 000 ლიტრი საწვავის მიწოდებაზე კიდევ ერთი ხელშეკრულება არის გაფორმებული, რომლის ღირებულებაც 114 570 ლარია. ეს ნიშნავს, რომ შპს „რომპეტროლ საქართველოსთან“ საკონსტიტუციო სასამართლომ კონსოლიდირებული ტენდერით, 161 370 ლარის ღირებულების 77 000 ლიტრი საწვავის შესყიდვის ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი.

რაც შეეხება 2018 წლის კონსოლიდირებულ შესყიდვას, უწყებამ „რომპეტროლ საქართველოსგან“ 19 800 ლიტრი ევროდიზელი 42 372 ლარად შეისყიდა, ხოლო 64 500 ლიტრი ბენზინის შესყიდვის მიზნით, 134 160-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. გარდა ამისა, 200 ლიტრი საწვავი 508 ლარად „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმისგან“ შეისყიდა.

საყურადღებოა, სატრანსპორტო საშუალებების ტექმომსახურების, სათადარიგო ნაწილების შესყიდვისა და სხვა მსგავსი მომსახურების მიზნით გაწეული ხარჯებიც.

მაგალითად, მიმდინარე წელს პირდაპირი შესყიდვით ხელშეკრულებები გაფორმებულია „თეგეტა მოტორსთან“ (14 164 ლარი), „ტოიოტა ცენტრ თეგეტასთან“ – (34 511 ლარი) და „ჰიუნდაი ავტო საქართველოსთან“ (978 ლარი).

გარდა ამისა, 2019 წლის მარტში ელექტრონული ტენდერის საშუალებით, საკონსტიტუციო სასამართლომ შპს „მათემოტორსისგან“ ხუთი ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების მიწოდებაზე 30 000-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. ეს ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სატრანსპორტო საშუალებების ტექმომსახურებასა და მოვლა-შენახვაზე (სათადარიგო ნაწილები, აქსესუარები, რემონტი) ჯამში 79 653 ლარის დახარჯვა არის დაგეგმილი.

2018 წელს ამავე მიზნით, ზემოთ ჩამოთვლილ კომპანიებთან 52 165 ლარის მომსახურების შესყიდვაზე ხელშეკრულებები პირდაპირი წესით არის გაფორმებული.

ელექტრონული ტენდერის საფუძველზე კი სამი ერთეული ავტომანქანის ტექნიკური მომსახურეობის მიზნით, უწყებას იმავე კომპანიასთან 20 000-ლარიანი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული.

თეგები: