ფოტო: batumelebi.ge
ფაქტ-მეტრმა უკვე გაგაცნოთ შუახევის, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან დაფინანსებული ა(ა)იპ-ების ხარჯები. ჩვენ ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი ა(ა)იპ-ების ხარჯებიც შევისწავლეთ. ათი არასამეწარმეო-არაკომერციული პირის ხარჯებისთვის 2019 წელს ხულოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 4 104 492 ლარია გათვალისწინებული. ეს კი, შარშანდელთან შედარებით, 774 149 ლარით მეტია.
ცხრილი 1: ა(ა)იპ-ების მთლიანი ხარჯები და ადმინისტრაციული ხარჯის წილი, ხულოს 2018 და 2019 წლების ბიუჯეტების მიხედვით
ა(ა)იპ |
2018 წელი |
2019 წელი |
||||||
შრომის ანაზღაურება |
საქონელი და მომსახურება |
მთლიანი ხარჯი |
ადმინისტრაციული ხარჯის წილი |
შრომის ანაზღაურება |
საქონელი და მომსახურება |
მთლიანი ხარჯი |
ადმინისტრაციული ხარჯის წილი |
|
ხულო-თაგოს ბაგირგზა |
64 260 |
25 060 |
89 420 |
99.89% |
70 920 |
17 880 |
88 900 |
99.89% |
მუნიციპალური სერვისი |
30 350 |
185 930 |
216 280 |
100% |
42 000 |
347 552 |
389 552 |
100% |
ხულოს წყალკანალი |
145 080 |
67 260 |
212 840 |
99.77% |
166 800 |
67 980 |
234 900 |
99.95% |
საბავშვო ბაღების გაერთიანება |
874 835 |
600 222 |
1 494 251 |
98.72% |
1 136 880 |
814 420 |
1 951 700 |
99.98% |
კომპლექსური სასპორტო სკოლა |
154 688 |
18 932 |
173 620 |
100% |
181 440 |
20 460 |
201 900 |
100% |
საფეხბურთო კლუბი „ხიხანი“ |
0 |
8 950 |
8 950 |
100% |
24 480 |
3 860 |
28 340 |
100% |
სახელოვნებო სკოლა |
69 900 |
63 160 |
133 060 |
100% |
71 520 |
61 280 |
132 800 |
100% |
კულტურის ცენტრი |
324 930 |
272 875 |
599 135 |
99.78% |
388 680 |
261 520 |
650 500 |
99.95% |
კურორტი „ბეშუმი“ |
45 359 |
36 551 |
81 910 |
100% |
54 840 |
33 260 |
88 100 |
100% |
სოციალური სერვისების ცენტრი |
21 457 |
293 851 |
320 877 |
98.26% |
31 200 |
301 600 |
337 800 |
98.52% |
წყარო: ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ადმინისტრაციული ხარჯის წილი (შრომის ანაზღაურებისა და საქონლისა და მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხა ჯამურად), მთლიან ხარჯებთან შედარებით, ძალიან მაღალია, 98-100 პროცენტი, ყველა ა(ა)იპ-ის შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციებში შთამბეჭდავად გამოიყურება შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი ხარჯის წილიც. მით უფრო, თუ შტატით და შტატგარეშე დასაქმებულთა ხელფასებს ერთად ვიანგარიშებთ.
ცხრილი 2:შტატით და შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურების წილი ა(ა)იპ-ების მთლიან ხარჯებთან მიმართებით, ხულოს 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით
ა(ა)იპ |
ანაზღაურება (შტატში და შტატგარეშე დასაქმებულთათვის) |
მთლიანი ხარჯი |
წილი |
ხულო - თაგოს ბაგირგზა |
81 120 |
88 900 |
91.25% |
ხულოს მუნიციპალური სერვისი |
148 020 |
389 552 |
38% |
ხულოს წყალკანალი |
198 120 |
234 900 |
84.34% |
საბავშვო ბაღების გაერთიანება |
1 234 110 |
1 951 700 |
63.23% |
ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლა |
183 240 |
201 900 |
90.76% |
ხულოს საფეხბურთო კლუბი „ხიხანი“ |
24 480 |
28 340 |
86.38% |
ხულოს სახელოვნებო სკოლა |
111 288 |
132 800 |
83.80% |
ხულოს კულტურის ცენტრი |
617 520 |
650 500 |
94.93% |
კურორტი ბეშუმი |
69 720 |
88 100 |
79.14% |
ხულოს სოციალური სერვისების ცენტრი |
243 000 |
337 800 |
71.94% |
წყარო: ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
შარშანდელთან შედარებით, 437 901 ლარით გაზრდილია შტატში მომუშავეთა, ხოლო 40 177 ლარით - შტატგარეშე დასაქმებულთა ანაზღაურება. 2019 წელს ჯამში, ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისთვის, გათვალისწინებულია 2 910 618 ლარი, აქედან 2 168 760 ლარი შტატში მომუშავეთათვის. ხელფასების ჯამური თანხის წილი, მთლიან ხარჯებთან მიმართებით, 70.9%-ს შეადგენს.
როგორც წინა კვლევებში განვმარტეთ, შტატგარეშე მომუშავეთა ხელფასები, სამივლინებო ხარჯები, ასევე სატელეფონო, ინტერნეტმომსახურების, საოფისე ტექნიკისა და საკანცელარიო ნივთების შეძენის, ოფისის რემონტისა და კომუნალური გადასახადების ხარჯი გაწერილია მუხლში „საქონელი და მომსახურება“.
ხულოს ათი ა(ა)იპ-ის „საქონელი და მომსახურებისთვის“ 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 1 929 812 ლარი, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 357 021 ლარით აღემატება.
გრაფიკი 1:ხულოს ა(ა)იპ-ების „საქონელი და მომსახურებისა“ და სხვა საჭიროებებისთვის დაგეგმილი ხარჯი, 2019 წლის მიხედვით
წყარო: ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
გრაფიკიდან ჩანს, რომ 2019 წელ ხულოს ა(ა)იპ-ებისთვის „საქონელი და მომსახურებისთვის“ დაგეგმილი მთლიანი ხარჯის (1 929 812 ლარი) 38.44%-ს (741 858 ლარი) შტატგარეშე დასაქმებულთა ანაზღაურება შეადგენს, ხოლო 147 130 ლარი გათვალისწინებულია ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვისთვის.
აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ „ხულოს მუნიციპალურ სერვისში“ შტატით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ხარჯი 42 000 ლარია, გასულ წელთან შედარებით, 11 650 ლარით მეტი. გაცილებით სოლიდურია შტატგარეშე მომუშავეთა ხელფასებზე გაწერილი თანხის მოცულობა - 106 020 ლარი, რაც, ასევე, 11 670 ლარით აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს. ჯამში ამ ორგანიზაციისთვის განკუთვნილი სახელფასო ხარჯის მოცულობა გაზრდილია 36 320 ლარით. „მუნიციპალური სერვისი“ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის 84 დასახლებულ პუნქტში 5 330-მდე წერტილის მომსახურებას, ასევე - შიდა სასოფლო გზებისა და სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. თუ ორგანიზაციის მთლიან ხარჯს შრომის ანაზღაურების, ოფისის, მივლინების, რბილი ინვენტარისა და ტრანსპორტის შენახვის ხარჯებს გამოვაკლებთ, გამოვა, რომ „მუნიციპალურ სერვისს“ მთელი ამ საქმიანობის სრულყოფილად განსახორციელებლად 145 192 ლარი რჩება.
საინტერესო მდგომარეობაა ა(ა)იპ „ხულოს წყალკანალშიც“, რომელიც უზრუნველყოფს დაბა ხულოსა და მუნიციპალიტეტში არსებული 26 წყალსადენის მოვლასა და წყლის შეუფერხებლად მიწოდებასა და დაბის ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე არხების მოვლა-შენახვას. ორგანიზაციის მთლიანი ხარჯისთვის გათვალისწინებულია 234 900 ლარი. აქედან 230 280 ლარი ხელფასებზე, ოფისის ხარჯებზე, მივლინებაზე, რბილ ინვენტარსა და ტრანსპორტის მოვლა-შენახვაზე წარიმართება. დარჩენილი 4 600 ლარით „ხულოს წყალკანალმა“ თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს. რაც შეეხება წყალსადენების რეაბილიტაციასა და რემონტს, ამისთვის ხულოს 2019 წლის ბიუჯეტში ცალკე გათვალისწინებულია 630 660 ლარი.
ყურადღებას იქცევს „სოციალური სერვისების ცენტრის“ ხარჯები. 337 800 ლარიდან 211 800 ლარი ანუ მთლიანი ხარჯის 62.7% შტატგარეშე დასაქმებულთა ანაზღაურებაზე მოდის. თუ ამას შტატით გათვალისწინებულ მომუშავეთა ანაზღაურებასაც დავამატებთ, გამოვა, რომ ხელფასებზე 71.94% მიემართება. ბიუჯეტში წერია, რომ ქვეპროგრამა ითვალისწინებს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ამბულატორიების მომსახურების გაუმჯობესებას (სულ 11 ამბულატორია), რისთვისაც „სოციალური სერვისების ცენტრი“ ექიმებს მედიკამენტებით და სხვა მიმდინარე ხარჯებით (მძღოლის ხელფასი, საწვავი, ავტომანქანის რემონტი, ავტომანქანის დაზღვევა, ოფისის ხარჯები და სხვა) უზრუნველყოფს, რაც ხელს შეუწყობს ამბულატორიების გამართულ და ეფექტურ მუშაობას. ასევე გათვალისწინებულია სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარება (მედიკამენტებისა და სადიაგნოსტიკო საშუალებების შეძენა-მიწოდება). ამ აქტივობების განსახორციელებლად კი ორგანიზაციას, მხოლოდ ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხა რომ გამოვაკლოთ, 94 800 ლარი რჩება, ანუ 2.6-ჯერ ნაკლები, ვიდრე შრომის ანაზღაურებას უნდა მოხმარდეს.
არსებული მდგომარეობით, ხულოს ა(ა)იპ-ებში შტატით დასაქმებულთა რიცხოვნობა შარშანდელთან შედარებით, გაზრდილია 29-ით და 494 ერთეულს შეადგენს. რაც შეეხება შტატგარეშე დასაქმებულთა რაოდენობას, ეს მონაცემი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში მითითებული არ არის.