ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა, შეისწავლოს, რა ოდენობის თანხა იხარჯება აჭარის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ა(ა)იპ-ების დაფინანსებისთვის. პირველ ეტაპზე მკითხველს გავაცნობთ კვლევას შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი ა(ა)იპ-ების დაფინანსების შესახებ.
შუახევის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ-ების ასიგნებების ჯამური რაოდენობა 2 791 100 ლარია, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 220 978 ლარით აღემატება. აღნიშნული თანხა შვიდ არასამეწარმეო (არაკომერციულ) პირზე გადანაწილდება.
ცხრილი 1: ა(ა)იპ-ების დაფინანსება (ლარი) და ადმინისტრაციული ხარჯის წილი შუახევის 2018 და 2019 წლების ბიუჯეტების მიხედვით
ა(ა)იპ |
2018 წელი |
2019 წელი |
||||||
შრომის ანაზღაურება |
საქონელი და მომსახურება |
მთლიანი დაფინანსება |
ადმინისტრაციული ხარჯის წილი |
შრომის ანაზღაურება |
საქონელი და მომსახურება |
მთლიანი დაფინანსება |
ადმინისტრაციული ხარჯის წილი |
|
შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანება |
677 149 |
325 553 |
1 011 040 |
99,18% |
791 400 |
403 000 |
1 194 400 |
100% |
შუახევის სასპორტო სკოლა |
144 690 |
33 070 |
178 000 |
99,87% |
160 800 |
15 200 |
188 300 |
93,47% |
შუახევის კულტურის ცენტრი |
497 455 |
72 202 |
576 212 |
98,86% |
557 100 |
25 300 |
585 000 |
99,56% |
შუახევის სახელოვნებო სკოლა |
70 840 |
7 770 |
78 850 |
99,70% |
75 660 |
4 740 |
80 700 |
99,63% |
შუახევის კომუნალური სამსახური |
224 520 |
128 160 |
357 300 |
98,71% |
231 720 |
132 380 |
364 300 |
99,95% |
შუახევის სოციალური სერვისების ცენტრი |
26 100 |
251 773 |
278 720 |
99,70% |
30 600 |
259 320 |
290 700 |
99,73% |
შუახევის ფეხბურთისა და რაგბის განვითარების სკოლა |
79 560 |
10 440 |
90 000 |
100% |
79 560 |
8 140 |
87 700 |
100% |
წყარო: შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ცხრილიდან ჩანს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ა(ა)იპ-ებისთვის განკუთვნილი თანხა, შარშანდელთან შედარებით, გაზრდილია როგორც შრომის ანაზღაურების, ისე საქონელი და მომსახურების მიმართულებით.
გრაფიკი 1: შუახევის მუნიციპალიტეტის 2018 და 2019 წლების ასიგნებები, შრომის ანაზღაურებისა და საქონელი და მომსახურების გათვალისწინებით
წყარო: შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ-ების დაფინანსების 99%-ზე მეტი ადმინისტრაციულ ხარჯზე მოდის. ინფორმაციისთვის, ადმინისტრაციული ხარჯი შრომის ანაზღაურებასა და საქონელსა და მომსახურებას მოიცავს. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს შტატგარეშე მომუშავეთა ხელფასებსა და სამივლინებო ხარჯებს, ასევე სატელეფონო, ინტერნეტმომსახურების, საოფისე ტექნიკისა და საკანცელარიო ნივთების შეძენის, ოფისის რემონტისა და კომუნალური გადასახადების ხარჯს.
შუახევის ა(ა)იპ-ებში შტატით გათვალისწინებული მომუშავეების რიცხოვნობა როგორც წინა, ისე მიმდინარე წელს უცვლელია და 422 ადამიანს შეადგენს. რაც შეეხება შტატგარეშე დასაქმებულების რაოდენობას, ეს ინფორმაცია მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაციამ მიუთითა. ირკვევა, რომ ა(ა)იპ „შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში“ 15 შტატგარეშე მუშაობს, რომელთა შრომის ანაზღაურებისთვის წელს 51 600 ლარია გათვალისწინებული. ეს თანხა შარშანდელ მაჩვენებელს 21 600 ლარით აღემატება. ა(ა)იპ „შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ მთლიანი სუბსიდია 1 194 400 ლარია. ეს თანხა უკლებლივ ადმინისტრაციულ ხარჯზე მიდის. მთლიანი სუბსიდიის 70.6% შტატიანი და შტატგარეშე დასაქმებულების ანაზღაურებას მოხმარდება. რაც შეეხება დანარჩენ თანხას, რომელიც „საქონელსა და მომსახურებას“ მიეკუთვნება, გადანაწილებულია მივლინების, საოფისე ტექნიკის, კომუნალური, საკანცელარიო, გათბობის, ტრანსპორტის მოვლა-შენახვის, კავშირგაბმულობის ხარჯებზე. მხოლოდ 3 000 ლარია გათვალისწინებული კადრების გადამზადება-სტაჟირებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. შარშან ამ მიზნისთვის 840 ლარი იყო განსაზღვრული.
უცნობია ა(ა)იპ „შუახევის კომუნალური სამსახურის“ შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა, თუმცა მათი ანაზღაურებისთვის დაგეგმილი თანხის ოდენობა არ შეცვლილა და 34 000 ლარს შეადგენს.
არ ვიცით არც ა(ა)იპ „შუახევის სოციალური სერვისების ცენტრში“ შტატგარეშე დასაქმებულთა რაოდენობა, თუმცა საინტერესო ფაქტი ფიქსირდება - მათი ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული თანხის მოცულობა 166 800 ლარს შეადგენს, რაც 136 200 ლარით მეტია, ვიდრე შტატით გათვალისწინებული მომუშავეების შრომის ანაზღაურებისთვის განსაზღვრული თანხის ოდენობა. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული ორგანიზაციის მთლიანი სუბსიდიის 67.9% მხოლოდ შტატითა და შტატგარეშე დასაქმებულთა ხელფასებს მოხმარდება. მკითხველისთვის რომ უფრო ნათელი იყოს „საქონელი და მომსახურების“ არსი, საკითხს ა(ა)იპ „შუახევის კომუნალური სამსახურის“ მაგალითზე განვიხილავთ.
ცხრილი 2: ა(ა)იპ „შუახევის კომუნალური სამსახურის“ სუბსიდია 2018-2019 წლების მიხედვით
დასახელება |
2018 |
2019 |
საქონელი და მომსახურება |
128 160 |
132 380 |
შტატგარეშეთა ანაზღაურება |
34 000 |
34 000 |
მივლინებები |
1 500 |
1 500 |
საკანცელარიო საქონელი |
1 000 |
1 000 |
საოფისე ინვენტარის შეძენა და დამონტაჟება |
30 360 |
25 420 |
კატრიჯების შეძენა და დატუმბვა |
300 |
300 |
სანიტარულ-ჰიგიენური საგნები და მასალები |
2 000 |
2 500 |
შიდა საქალაქო და საქალაქთაშორისო კავშირები |
1 000 |
1 000 |
ელექტროენერგია |
2 000 |
2 300 |
გათბობა |
1 500 |
1 200 |
ტრანსპორტისთვის საწვავი/საპოხი მასალების შეძენა |
19 114 |
20 160 |
ტრანსპორტის მიმდინარე რემონტის ხარჯი |
6 800 |
9 000 |
სათადარიგო ნაწილების შეძენა |
7 500 |
9 000 |
რბილი ინვენტარის, უნიფორმის შეძენისა და პირადი ჰიგიენის ხარჯები |
- |
5 000 |
სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება |
21 086 |
20 000 |
წყარო: შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
2018 წელს, ადმინისტრაციული ხარჯის გარდა, კიდევ 4 620 ლარი გათვალისწინებულია „სხვა ხარჯისთვის“. 2019 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 800 ლარს შეადგენს. სამაგიეროდ, ახალი დანიშნულებისთვის - რბილი ინვენტარის, უნიფორმის შეძენისა და პირადი ჰიგიენის ხარჯები - 5 000 ლარი ემატება.
შუახევის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ საკრებულოს დადგენილებაში აღნიშნულია, რომ მომსახურების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა, ხოლო გაუთვალისწინებელი შემთხვევების აღმოფხვრისთვის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ „შუახევის კომუნალური სამსახური“, სადაც 58 ადამიანია დასაქმებული, ხოლო 243 კმ სიგრძის 39 სარწყავი არხის მოვლა-პატრონობას 53 დასაქმებული ახორციელებს. აღნიშნული სამსახური ასევე უზრუნველყოფს დაგვა-დასუფთავებას, გარე განათების მოვლა-პატრონობასა და დაბა შუახევისა და ხიჭაურის გამწვანებას. ამ ღონისძიებებისთვის აუცილებელი ინვენტარისა და ხელსაწყოების შეძენა, რემონტი, ასევე გამწვანების სამუშაოების შესყიდვისთვის საჭირო თანხა „საქონლისა და მომსახურების“ მუხლში გათვალისწინებული არ არის.
შუახევის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 11 088 124 ლარია, შარშანდელთან შედარებით, 661 876 ლარით მეტ. თუ ა(ა)იპ-ების დაფინანსებას მთლიან ასიგნებებთან მიმართებით ვიანგარიშებთ, წელს ეს პარამეტრი 25.2%-ს შეადგენს, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 3.3 პროცენტული პუნქტით აღემატება.