იტვირთება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან 10 თვის შემდეგ, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებიდან ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია მხოლოდ ორ მერს აქვს შევსებული. მიმდინარე წლის აპრილში ეს დოკუმენტი პირველად მერის რანგში ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა განაახლა, აგვისტოში კი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ მერებაშვილმა გაასაჯაროვა.

2014-2017 წლებში შიდა ქართლის ამჟამინდელი მერები, იმავე მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა თანამდებობაზე (გამგებლის, საკრებულოს თავმჯდომარის ან ფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე) მუშაობდნენ.

კასპის მერი - მანუჩარ მერებაშვილი საჯარო მოხელე 2014 წელს გახდა. კასპის მუნიციპალიტეტის მერობამდე ის საკრებულოს ხელმძღვანელობდა (2016-2017 წლები), უფრო ადრე (2014-2015 წლებში) კი კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო.

2014-2017 წლებში შევსებულ დეკლარაციებში მანუჩარ მერებაშვილს 2011 წელს შეძენილი „მერსედესის“ ტიპის მსუბუქი ავტომანქანა უფიქსირდება, რომელიც მიმდინარე წლის მონაცემებში აღარ ჩანს. მოძრავი ქონების გრაფა მერობის პერიოდში უკვე ცარიელია. მერებაშვილი ამ ფაქტზე განმარტავს, რომ მისი ავტომანქანა ამჟამად 10 000 ლარზე ნაკლებადაა შეფასებული, ამიტომ მოძრავ ქონებაში ის აღარ მიუთითებია.

მანუჩარ მერებაშვილი ნაღდი ფულის სახით ამჟამად, გასული წლის მსგავსად, 5 000 ლარს ფლობს. 2014 წელს მის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულის ოდენობა 7 000 ლარს შეადგენდა, 2015-ში - 8 000 ლარს, 2016-ში - 11 000 ლარს.

2014 წელს მანუჩარ მერებაშვილმა საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეობის ანაზღაურების სახით 6 480 ლარი მიიღო, 2015 წელს - 17 550, 2016 წლის მარტამდე - 4 050 ლარი, მარტიდან დეკემბრამდე, უკვე საკრებულოს თავმჯდომარეობის პერიოდიდან, მისმა თანამდებობრივმა სარგომ 23 850 ლარი შეადგინა. 2017 წელს საკრებულოს თავმჯდომარეობიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, მერებაშვილს 27 471 ლარი ანაზღაურების სახით აქვს მიღებული. მერის ამპლუაში, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, მისმა შემოსავალმა 4 328 ლარი შეადგინა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერი სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული არ არის. რეესტრის მონაცემებით, მის საკუთრებაში არც ბინა და არც მიწის ფართობია. ერთადერთი ოფიციალური შემოსავალი 2014-2018 წლებში მხოლოდ ხელფასია, რომლის საერთო რაოდენობამ 5 წლის მანძილზე 83 729 ლარი შეადგინა.

ქარელის მერის - ზაზა გულიაშვილის საკუთრებაში, 2014 წლის მონაცემებით, ბრეთის მეურნეობაში (ქარელი) 12 500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთია. 2015 წელს შევსებულ დეკლარაციაშიეს რიცხვი 25 000 კვ.მ-მდეა გაზრდილი, 2016 წლის მონაცემებით,იგივე ქონება 40 000 კვ.მ-ითაა განსაზღვრული.

2014 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, მის საკუთრებაშია ბინები ქარელში (ბრეთის მეურნეობა) 93 კვ.მ და თბილისში - 56 კვ.მ. 2016 წელს გულიაშვილმა 31 500 დოლარად კიდევ, ერთი ბინა (80 კვ.მ ), შეიძინა თბილისში.

ზაზა გულიაშვილი 2014 წლის მდგომარეობით, „მერსედესის“ მსუბუქი ავტომანქანის მფლობელია. მის სახელზე ასევე ფიქსირდება ტრაქტორი „iseki“, რომელიც 2016 წელს გულიაშვილმა 6 000 დოლარად შეიძინა.

2014 წელს, სოფლის მეურნეობიდან გულიაშვილის წლიურმა შემოსავალმა 25 000 ლარი შეადგინა. ერთი წლის შემდეგ ეს რიცხვი გაორმაგდა და ამ სფეროდან სარგებელი ქარელის მაშინდელმა გამგებელმა 50 000 ლარის სახით მიიღო. 2016 წელს ეს თანხა 38 000 ლარამდე, 2017 წელს 30 000 მდე შემცირდა.

რაც შეეხება შემოსავლებს საჯარო სამსახურიდან, 2013 წელს მას შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქარელის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ ყოფნისას, სარგოს სახით 17 979 ლარი აქვს მიღებული, წლის მეორე ნახევარში კი, გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ხელფასმა 26 671 ლარი შეადგინა. 2014 წელს წინა წლის სარგო 44 650 ლარიდან 42 400 ლარამდე შემცირდა. 2015 წელს გულიაშვილს გამგებლის ანაზღაურება 21 200 ლარით განესაზღვრა. 2016 წელს 8 425 ლარი, გასულ წელს კი გამგებლისა და შემდეგ მერის რანგში მიღებულმა ანაზღაურებამ 36 618 შეადგინა. საერთო ჯამში, ზაზა გულიაშვილმა, ანაზღაურების სახით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2014-2017 წლებში 165 314 ლარი მიიღო.

რაც შეეხება გასავლებს, ყოველწიურად მას საკრედიტო ვალდებულებები უფიქსირდება.

2014 წელს საკრედიტო და სახელფასო 3 900 დოლარი და 3 000 ლარი, სახელფასო/კრედიტი - 5 000 ლარი, 2015 წელს - კრედიტის სახით 15 357 ლარი აქვს მითითებული, 2016 წელს ეს ვალებულება 8 000 ლარამდეა შემცირებული. გასავალი ჰქონდა 2015 წელს სესხის დასაფარადაც, რომლის ოდენობამ 36 500 ლარი შეადგინა. 2016 წელს მან სასაწყობე ფართისთვის ბანკიდან აგროსესხის სახით, 100 000 დოლარი მიიღო, წლის ბოლოს კი იპოთეკური სესხი 35 300 ლარი გამოიტანა. იმ პერიოდში საკრედიტო თანხა 3 150 ლარი, სახელფასო კი 3 200 ლარი უფიქსირდება. გასავლებს 2015 წლიდან შვილის სწავლის გადასახადიც დაემატა, რაც პირველ წელს 7 500, მომდევნო, 2016-2017 წლებში კი 2 500 – 2 500 ლარია.

გასულ წელს ზაზა გულიაშვილს აგროსესხის ფარგლებში (100 000 დოლარი) 136 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი აქვს შეძენილი ბრეთის მეურნეობაში, ამავე დასახლებაში 2014 წელს დაფიქსირებული მიწის ნაკვეთი 49 000 კვ.მ-მდე იზრდება, სხვა უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია წინა წელთან შედარებით უცვლეელია, სახელფასო ანგარიშზე 1 608, საკრედიტო - 4 515, იპოთეკური სესხი კი, 27 480 ლარამდე უფიქსირდება.

ხაშურის მერი - 2014 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, არსებული უძრავი ქონება მეუღლისა და მამის სახლზეა რეგისტრირებული.

გიორგი გურასპაშვილის საბანკო ანგარიშზე 2014 წელს 100 ლარის ნაშთი, 2015 წელს კი დებეტის სახით (ოვერდრაფტი) 5 000 ლარი უფიქსირდება.

2015 წლის დეკლარაციის თანახმად, გიორგი გურასპაშვილს წინა წელს, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან თანამდებობრივი სარგოს სახით 17 513 ლარი აქვს მიღებული, რა პერიოდშიც მისმა გასავალმა 26 832 დოლარი (სესხის დასაფარად) და 648 ლარი (საკრედიტო ბარათისთვის) შეადგინა.

2016 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, გურასპაშვილს შემოსავალი მხოლოდ ხელფასიდან უფიქსირედბა, გამგებლის თანამდებობაზე ყოფნისას მან წლიური (2015) სარგო 37 100 ლარის ოდენობით მიიღო.

2016 წლის განმავლობაში გურასპაშვილს სესხებისთვის გადახდილი აქვს 30 828 დოლარი და 2 280 ლარი. პარალელურად 4 000 დოლარის ოდენობით ბანკიდან 3 წლით სესხი აიღო.

2017 წლის დეკლარაციის მიხედვით, ხაშურის მაშინდელ გამგებელს 585 ლარი ანგარიში ნაშთის სახით უფიქსირდება. 5 000 ლარი დებეტი-ოვერდრაფტი, გურასპაშვილი ამ დროს 11 0000 დოლარს სესხს იღებს 10 წლით (2017-2027).

გიორგი გურასპაშვილის მიერ 2014-2016 წლებში ბიუჯეტიდან მიღებულმა თანამდებობრივმა სარგომ სულ 93 038 ლარი შეადგინა.

გორის მერს, ხაშურის მერის მსგავსად, ამ რანგში დეკლარაცია ჯერ არ განუახლებია. კონსტანტინე თავზარაშვილს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საკრებულოს თავმჯდომარედ ყოფნისას (2014-2017) გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სულ 93 280 ლარი აქვს მიღებული. საკუთარმა შემოსავლებმა, 2013-2016 წლებში, 28 500 ლარი შეადგინა. ამის შესახებ 2017 წლის არჩევნების შემდეგ ფაქტ-მეტრი წერდა.


მსგავსი სიახლეები

2838 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი