ვერდიქტი: ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე:
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე. ამასთან, თბილისის საკრებულოს რეგლამენტით, მოთხოვნის შემთხვევაში, თბილისის მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ საკრებულოს ფრაქციის სხდომას და უპასუხონ იქ დასმულ კითხვებს. 26 თებერვალს, ფარქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სხდომაზე მოწვეული იქნა თბილისის მთავრობის წევრები - სოფიო ხუნწარია და ირაკლი გვილავა, რომლებიც სხდომას არ დაესწრნენ. ამრიგად, არ შეასრულეს საკრებულოს რეგლამენტის 41-ე მუხლით მათზე დაკისრებული ვალდებულება.
ანალიზი ქალაქ თბილისის საკრებულოს ფარქცია “ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფარქციის სხდომაზე თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია მოიწვია. მისი მოწვევა თბილისის საჯარო ბიბლიოთეკების საკითხს უკავშირდებოდა, თუმცა მერის მოადგილე ფრაქციის სხდომაზე არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ფარქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა,
რომ სოფიო ხუნწარიამ საკრებულოს რეგლამენტი დაარღვია, როცა ის ფრაქციის სხდომაზე არ მივიდა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემაც გააკეთა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ აპირებენ თანამშრომლობას, რადგან დესტრუქციული ოპოზიციაა. მერის მოადგილის გარდა, საკრებულოს ფრაქციას მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავაც ჰყავდა მოწვეული.
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო ანგარიშვალდებულია წამომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წინაშე და საკრებულო ახორციელებს მასზე ზედამხედველობას. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება აღმასრულებელი ორგანოსა და ამ ორგანოების თანამდებოების პირების საქმინობის კონტროლი, მათი ანაგრიშის მოსმენა და შეფასება. თავის მხრივ, საკრებულო კომისიებისა და ფრაქციებისგან შედგება. საკრებულოს კომისიის შექმნის ერთ-ერთი მიზანი აღამსრულებელი ორგანოს, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და იურიდიული პირების კონტროლია. საკრებულოს ფრაქციების შემთხვევაში, კოდექსში მსგავსი სახის ჩანაწერი არ არის. მიუხედავად ამისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით (მუხლი 41), მოთხოვნის შემთხვევაში, თბილისის მთავრობის წევრი ვალდებულია დაესწროს საკრებულოს ფრაქციის სხდომას და პასუხი გასცეს დასმულ შეკითხვებს/წარადგინოს ანგარიში საქმინობის შესახებ. თბილისის მთავრობა აღმასრულებელი ორგანოების სისტემის ნაწილია, რომელიც საკრებულოს გადაწყვეტილების აღსრულებას ახორციელებს. მთავრობა კოლეგიური ორგანოა და მის შემადგენლობაში შედის მერი, მერის მოადგილეები, საქალაქო სამსახურის უფროსები და რაიონის გამგებლები. ამირგად, თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა იმ თანამდებობების პირთა წრეს მიეკუთვნებიან, რომლებსაც ვალდებულება გააჩნიათ მოთხოვნის შემთხვევაში საკრებულოს ფრაქციის სხდომაზე დასწრების,
რადგან საკრებულოს რეგლამენტი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტია, რომლის შესრულების ვალდებულება გააჩნიათ მუნიციპალიტეტის აღამსრულებელ ორგანოებსა და თანამდებობების პირებს.
თბილისის საკრებულოს ფარქციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რეგალმენტის შესაბამისად, მერიის მოადგილესა და საქალაქო სამსახურის უფროსს ფარქციის სხოდმაზე დასწრების შესახებ 22 თებერვალს მიმართა.