სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული პრემია-დანამატები ყოველთვის წარმოადგენდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს. ფაქტ-მეტრი ამჯერად ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დასაქმებული საჯარო მოხელეების მიერ აღებული ხელფასებითა და პრემია-დანამატების ოდენობით დაინტერესდა და 2014-2017 წლებში ამ კუთხით დახარჯული თანხები დაითვალა.
ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მტკიცდება საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 53-ე მუხლის შესაბამისად. „გამგებლის/მერის თანამდებობრივი სარგო დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში, ხოლო სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს გამგებლის/მერის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო“.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას ბოლო წლებში გაცემული ხელფასისა და პრემია-დანამატების შესახებ ინფორმაციის მოწოდება ვთხოვეთ. მოწოდებულ ინფორმაციაში ასახულია გამგებლისა და გამგეობის თანამშრომელთა მიერ 2014 წლის 1 აგვისტოდან 2017 წლის 1 აგვისტომდე მიღებული ხელფასი და პრემია-დანამატები. აქვე აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის ხელფასი თვეში 2 650 ლარს შეადგენს, წლიურად - 31 800 ლარს.
ცხრილი 1: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებისა და გამგებლის შრომის ანაზღაურება
როგორც ცხრილიდან ჩანს, გამგებელსა და თანამშრომლებზე გაიცემა როგორც პრემია, ისე დანამატი, რომლის წლიური ჯამური ოდენობა მათზე გაცემული ხელფასის საშუალოდ მესამედს შეადგენს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გამგებლის ხელფასებსა და პრემია-დანამატებზე ყველაზე მეტი თანხა 2015 წელს დაიხარჯა, ხოლო მთლიანად გამგეობის თანამშრომლებზე ყველაზე მეტი ხარჯი 2016 წელს არის დაფიქსირებული.
წლები | გამგეობის თანამშრომელთა და გამგებლის შემოსავალი | |
გამგეობა | გამგებელი | |
2014 წელი (01.08 –31.12) | ||
თანამდებობრივი სარგო | 342 781.59 | 12 638.46 |
პრემია | 111 300.69 | 5 300 |
დანამატი | 39 640 | 2 650 |
სულ: | 493 722.28 | 20 588.46 |
2015 წელი | ||
თანამდებობრივი სარგო | 1 056 943.18 | 31 800 |
პრემია | 209 538.32 | 6 625 |
დანამატი | 71 093 | 2 650 |
სულ: | 1 337 574.5 | 41 075 |
2016 წელი | ||
თანამდებობრივი სარგო | 1 010 750.1 | 29 908.86 |
პრემია | 338 300 | 7 950 |
დანამატი | 12 600 | 0 |
1 361 650.1 | 37 858.86 | |
2017 წელი (01.01 – 01.08–მდე) | ||
თანამდებობრივი სარგო | 471 806.78 | 15 900 |
პრემია | 77 570 | 2 650 |
დანამატი | 10 980 | 0 |
სულ: | 560 356.78 | 18 550 |
თეგები: