სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული პრემია-დანამატები ყოველთვის წარმოადგენდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს. ფაქტ-მეტრი ამჯერად ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დასაქმებული საჯარო მოხელეების მიერ აღებული ხელფასებითა და პრემია-დანამატების ოდენობით დაინტერესდა და 2014-2017 წლებში ამ კუთხით დახარჯული თანხები დაითვალა.
ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მტკიცდება საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 53-ე მუხლის შესაბამისად. „გამგებლის/მერის
თანამდებობრივი სარგო დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში, ხოლო სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს გამგებლის/მერის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო“.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას ბოლო წლებში გაცემული ხელფასისა და პრემია-დანამატების შესახებ ინფორმაციის მოწოდება ვთხოვეთ. მოწოდებულ
ინფორმაციაში ასახულია გამგებლისა და გამგეობის თანამშრომელთა მიერ 2014 წლის 1 აგვისტოდან 2017 წლის 1 აგვისტომდე მიღებული ხელფასი და პრემია-დანამატები. აქვე აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის ხელფასი თვეში 2 650 ლარს შეადგენს, წლიურად - 31 800 ლარს.
ცხრილი 1: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებისა და გამგებლის შრომის ანაზღაურება
წლები |
გამგეობის თანამშრომელთა და გამგებლის შემოსავალი |
|
გამგეობა |
გამგებელი |
2014 წელი (01.08 –31.12) |
|
|
თანამდებობრივი სარგო |
342 781.59 |
12 638.46 |
პრემია |
111 300.69 |
5 300 |
დანამატი |
39 640 |
2 650 |
სულ: |
493 722.28 |
20 588.46 |
2015 წელი |
|
|
თანამდებობრივი სარგო |
1 056 943.18 |
31 800 |
პრემია |
209 538.32 |
6 625 |
დანამატი |
71 093 |
2 650 |
სულ: |
1 337 574.5 |
41 075 |
2016 წელი |
|
|
თანამდებობრივი სარგო |
1 010 750.1 |
29 908.86 |
პრემია |
338 300 |
7 950 |
დანამატი |
12 600 |
0 |
|
1 361 650.1 |
37 858.86 |
2017 წელი (01.01 – 01.08–მდე) |
|
|
|
|
|
თანამდებობრივი სარგო |
471 806.78 |
15 900 |
პრემია |
77 570 |
2 650 |
დანამატი |
10 980 |
0 |
სულ: |
560 356.78 |
18 550 |
|
|
|
როგორც ცხრილიდან ჩანს, გამგებელსა და თანამშრომლებზე გაიცემა როგორც პრემია, ისე დანამატი, რომლის წლიური ჯამური ოდენობა მათზე გაცემული ხელფასის საშუალოდ მესამედს შეადგენს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გამგებლის ხელფასებსა და პრემია-დანამატებზე ყველაზე მეტი თანხა 2015 წელს დაიხარჯა, ხოლო მთლიანად გამგეობის თანამშრომლებზე ყველაზე მეტი ხარჯი 2016 წელს არის დაფიქსირებული.